რევანში არ შედგა - "ბასილამ" კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა...

AutoSharing Option
ამერიკაში მიმდინარე ინდიან უელსის 1000-ქულიანი ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე გასული წლის ფინალისტები, ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) და კამერონ ნორი (12) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ბრიტანელი ჩოგბურთელის გამარჯვებით, 3:6 6:3 6:1 დასრულდა.

სამწუხაროდ, მატჩი ისეთივე სცენარით წარიმართა, როგორიც ჩვენთვის დასანანი წინა წლის ფინალი გამოდგა. ნიკამ პირველ სეტში მეტოქის მოწოდება 2-ჯერ მოიგო (საკუთარი ერთხელ დათმო) და დაწინაურდა. მეორე სეტში კამერონმა ჩვენებურის ჩაწოდება 2-ჯერ მოიგო, მე-3 სეტში კი მატჩის სადავეები ხელთ უკვე ბრიტანელმა იგდო და "ბასილამაც" ვეღარაფერი დაუპირისპირა.

ამრიგად, საქართველოს პირველი ნომერი 2022 წლის ინდიან უელსის
გათამაშებას გამოეთიშა, ნორი კი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც 43-ე ნომრად განთესილ ჯენსონ ბრუკსბის შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
… ტურნირის ფავორიტმა მედვედევმა წააგო, ციციპასმაც და ზვერევმაც წააგეს, ხდება ასე!!! სჯობს მორჩეთ ქილიკს ის ხალხი ვინც ჩოგბურთის აზრზე არ ხართ და აქ სხვა მიზნებით შემოდიხართ!!!
დათო
09:34 16-03-2022
1
გერმანელი შეყვარებულის ბრალია!
ბექა
19:56 15-03-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული