"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე

AutoSharing Option
დღეს რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022 წლის უიმბლდონის ტურნირზე რუს და ბელორუს ჩოგბურთელებს არ დაუშვებენ.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი 1973 წლის უიმბლდონის ფინალისტმა, ქართველმა ალექსანდრე მეტრეველმა გააკეთა. 

"უიმბლდონი დიდი ტურნირია. თუ მასში მონაწილეობას ჩვენი ჩოგბურთელები არ მიიღებენ, ბევრ ქულას დაკარგავენ, მაგრამ ეს პოლიტიკაა და არა სპორტი. 

სამწუხაროა, რომ ამ მდგომარეობაში ვართ. არ ვიცი, როგორ დასრულდება საბოლოოდ ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაისის შუა რიცხვებში უნდა იყოს მიღებული.

ვისურვებდი, რომ ტურნირზე უძლიერესმა ჩოგბურთელებმა ითამაშონ. რამდენად იმოქმედებს ეს ყოველივე რეიტინგზე? მედვედევი ახალი
გამოჯანმრთელებულია და საერთოდ არ თამაშობს. საერთოდ აპირებდა ის უიმბლდონზე ასპარეზობას?! სხვები ცოტა უკან დაიხევენ, მაგრამ ამის გამოსწორება მომავალში კარგი თამაშით შეიძლება", - თქვა მეტრეველმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ალექსანდრე,შე რუსების კლიზმავ.
status quo
17:45 20-04-2022
3
ამ კაცს ვინმემ გააგებინეთ რომ ქართველია და არა რუსი!
აი აი აი
15:49 20-04-2022
3

სიახლეები პოპულარული