ბასილაშვილი ბარსელონაში უშანსოდ დამარცხდა

AutoSharing Option
გუშინ, 20 აპრილს, ბარსელონაში 500-ქულიანი ტურნირის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი (20) ესპანელ ხაუმე მუნარს (101) დაუპირისპირდა და 1:6 4:6 დამარცხდა.

პირველ სეტში მუნარმა ნიკოლოზის ჩაწოდება 2-ჯერ მოიგო და დაწინაურდა. მე-2 სეტში გულშემატკივარმა მეტ-ნაკლებად ბრძოლა იხილა, თუმცა მე-7 გეიმში შესრულებული ბრეიკის შემდეგ ესპანელმა უპირატესობა მოიპოვა და საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

ამრიგად, ნიკოლოზი გათამაშებას პირველივე წრიდან გამოეთიშა, ხაუმე კი მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც თანამემამულე კარლოს ალკარასს (11) დაუპირისპირდება (დღეს, 13:00 საათზე).


მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანელი შეყვარებულის ბრალია!რავი თავის ყოფილ ცოლს ხო აბრალებთ ამის წაგებებს
ბექა
11:35 21-04-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული