"როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, როგორც წესი, კარგად არ სრულდება..." - ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუს სპორტსმენებს მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მოხსნაზე ისაუბრა.

"მე ომის წინააღმდეგი ყოველთვის ვარ. ვიცი, რასაც ნიშნავს ეს, ბავშვობიდან მოყოლებული ამ საკითხზე ტრავმა მაქვს. კარგად მახსოვს, 1999 წელს რაც სერბეთში მოხდა და განვიცდი... ბალკანეთში უამრავი ომი იყო...

მიუხედავად ამისა, უიმბლდონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი სპორტსმენების ბრალი არაა. როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, როგორც წესი, კარგად არ სრულდება" - განაცხადა ნოვაკმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის უიმბლდონის გათამაშებაში ბელორუს და რუს ათლეტებს
არ დაუშვებენ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
ინდივიდუალურ სპორტულ სახეობებში მსგავსი აკრძალვები არის არასწორი საქციელი, რათქმაუნდა. და არც აუკრძალიათ პრინციპში, როგორც ვიცი. რუსული დროშის ქვეშ გამოსვლა აეკრძალათ და ძალიანაც კარგი.
უვიცი
21 აპრილი 2022 21:50
12
შოდა ოდალაა თუ ოდალა 2?
თენგიზი
21 აპრილი 2022 20:47
3
შოდა არის შიბლა, არ დაბლოკოთ
mamuka
21 აპრილი 2022 22:08
3

სიახლეები პოპულარული