RMC Sport-ის ცნობით, საფრანგეთის ღია პირველობაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ. მამაკაცთა და ქალთა თანრიგში ჩოგბურთელები კორტზე ნეიტრალური დროშით წარდგებიან.
შეგახსენებთ, ხსენებულ სპორტსმენებს 2022 წლის უიმბლდონის ტურნირზე არ დაუშვებენ.
რაც შეეხება როლან გაროსს, დიდი სლემის ტურნირი 22 მაისს დაიწყება და 5 ივნისს დასრულდება. მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოვა, რომელმაც უიმბლდონის ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილება არ მოუწონა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით