"მეცოდები! რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი" - მამა ანთიმოზი ნეკა დოროყაშვილს მიმართავს

AutoSharing Option
მამა ანთიმოზი სოციალური ქსელის მეშვეობით "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება. როგორც იცით, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ინტერვიუში მასზე ძალადობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩოგბურთელმა მასზე ძალა ჯვრისწერის დღესაც იხმარა, მამა ანთიმოზი კი ის ადამიანია, რომელმაც დოროყაშვილსა და ბასილაშვილს ჯვარი დასწერა:

"მელაძის შოუ ნეკა დოროყაშვილის შესრულებით.

თურმე ნიკა ბასილაშვილს სანამ ცოლად გაჰყვებოდა, ნიკა ყველასათვის უცნობი მოყვარული ჩოგბურთელი იყო და მან გახადა ვარსკვლავი))))
ნეკაჯან, სანამ შენ გაგიცნობდა, 19 წლის ნიკას რუსეთი სთავაზობდა მისი სახელით გამოსვლას, მოსკოვში სახლს და კარგ
სავარჯიშო პირობებს მარია შარაპოვასთან ერთად))))) ნიკამ მოსკოვი და მარია შარაპოვა უარით გაისტუმრა. ემირატებისგანაც ჰქონდა შეთავაზება, მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, მათი სახელით უნდა ეთამაშა ''მოყვარულ'' ჩოგბურთელს)))))) ისინიც უარით გაისტუმრა და თბილისში, ავჭალაში, ასფალტზე აგრძელებდა ვარჯიშს, სადაც მისი მეტოქე ბეტონის კედელი იყო.

მაშინ ნიკა ჩემი სულიერი შვილი იყო და ამიტომ მახსოვს ყველაფერი დეტალებში. უქალბატონესო, თურმე უპატრონოს, ღარიბს, ყველასათვის უცნობ ''მოყვარულ'' ჩოგბურთელს სიყვარულის გამო გაჰყევით ცოლად, თავი გადადეთ და ვარსკვლავად აქციეთ. თურმე ბატონ ნოდარს შვილი არ გაუზრდია და ამერიკაში ჩოგბურთის აკადემიას შენ უხდიდი ფულს. უქალბატონესო ნეკა! ნოდარ ბასილაშვილის ოჯახი, მეუღლით და ორი შვილით, ნიკოლოზით და თენგოთი, ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახია, სიყვარულით და თავისი მენტალიტეტით, როგორც ყველა ქართული ოჯახი. მეცოდები, ნეკა! საშინელი შურისძიების ეშმაკით ხარ შეპყრობილი. შენ რომ გისმენდი მელაძის შოუში, მეგონა, საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰყვებოდი.

დედამთილი, ბატონი ნოდარი, ნიკა და თენგო თურმე შენი წამებით იყვნენ დაკავებულნი. რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი. შურისძიების ეშმაკით ხარ, შვილო, შეპყრობილი. შეინანე, ნეკა! დაგახრჩობს ეგ ეშმაკი და შენზე უბედური არავინ იქნება. ჩემზე კარგად იცი, ნიკა ძალიან მგრძნობიარეა, კარიერას უსპობ და იმ ავადსახსენებელ სიტყვებს უსრულებ, რომ დაჰპირდი: დედას .... შენი უსასტიკესი მტერი ვიქნები და არასდროს გაგახარებო!

ნეკა, დღეს გიყურე. როგორც მამა, როგორც ბერი. გაკიცხვის მაგივრად საშინლად შემეცოდე. აჯობე შენ თავს და მოიშორე შურისძიება. შეინანე, ისევ შენი თავისთვის. შვებას ვერსად იპოვი და მთელი ცხოვრება უბედური იქნები. ჯერ კიდევ არ არის გვიან. ლუკასთვის გააკეთე.
არქ. ანთიმოზ ივერიელი", - წერს მამა ანთიმოზი.
მკითხველის კომენტარები / 34 /
სამწუხაროდ აღარც ბერი გვყავს ბერი და აღარც ერი ვართ ერი! ჯერ ერთი მამაო თუ კარგი საქმის გაკეთება გინდა, შეხვდი ადამიანს და უთხარი პირისპირ რასაც ფიქრობ და არა ასე საჯაროდ, როდესაც შენი სიტყვების გამო ამდენი ტალახი და შეურაწყოფა ხვდება ადამიანს; მეორე -სასამართლო არ დამთავრებულა როგორც ვიცი ჯერ და რატომ აძლევ თავს უფლებას, რომელიმე მხარე დამნაშავედ ცნო? იქნებ ნიკამ უნდა შეინანოს? თუმცა … შემოგხედავს კაცი და მამაოს ნაცვლად ვაგლახ რომ კანონიერ ქურდს გავხარ!..
სსნსს
16:02 03-05-2022
23
ნეკა, ნუ მოუსმენ ამ სატანის მოციქულებს! ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, კრიმინალთმადიდებელია ერიც და ბერიც, რომლებმაც იმდენი მოახერხეს უკვე, რომ საღადმოაზროვნე ადამიანებს ტერმინ "მართლმადიდებლობის" გაგონებაც კი აღარ უნდათ ლამის, რადგან ამდენი გარეწარის თავშესაფარი გახადეს, სამ-წუ-ხა-როდ!
ანტიბნელეთი
14:00 03-05-2022
40

სიახლეები პოპულარული