"მეცოდები! რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი" - მამა ანთიმოზი ნეკა დოროყაშვილს მიმართავს

AutoSharing Option
მამა ანთიმოზი სოციალური ქსელის მეშვეობით "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება. როგორც იცით, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ინტერვიუში მასზე ძალადობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩოგბურთელმა მასზე ძალა ჯვრისწერის დღესაც იხმარა, მამა ანთიმოზი კი ის ადამიანია, რომელმაც დოროყაშვილსა და ბასილაშვილს ჯვარი დასწერა:

"მელაძის შოუ ნეკა დოროყაშვილის შესრულებით.

თურმე ნიკა ბასილაშვილს სანამ ცოლად გაჰყვებოდა, ნიკა ყველასათვის უცნობი მოყვარული ჩოგბურთელი იყო და მან გახადა ვარსკვლავი))))
ნეკაჯან, სანამ შენ გაგიცნობდა, 19 წლის ნიკას რუსეთი სთავაზობდა მისი სახელით გამოსვლას, მოსკოვში სახლს და კარგ
სავარჯიშო პირობებს მარია შარაპოვასთან ერთად))))) ნიკამ მოსკოვი და მარია შარაპოვა უარით გაისტუმრა. ემირატებისგანაც ჰქონდა შეთავაზება, მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, მათი სახელით უნდა ეთამაშა ''მოყვარულ'' ჩოგბურთელს)))))) ისინიც უარით გაისტუმრა და თბილისში, ავჭალაში, ასფალტზე აგრძელებდა ვარჯიშს, სადაც მისი მეტოქე ბეტონის კედელი იყო.

მაშინ ნიკა ჩემი სულიერი შვილი იყო და ამიტომ მახსოვს ყველაფერი დეტალებში. უქალბატონესო, თურმე უპატრონოს, ღარიბს, ყველასათვის უცნობ ''მოყვარულ'' ჩოგბურთელს სიყვარულის გამო გაჰყევით ცოლად, თავი გადადეთ და ვარსკვლავად აქციეთ. თურმე ბატონ ნოდარს შვილი არ გაუზრდია და ამერიკაში ჩოგბურთის აკადემიას შენ უხდიდი ფულს. უქალბატონესო ნეკა! ნოდარ ბასილაშვილის ოჯახი, მეუღლით და ორი შვილით, ნიკოლოზით და თენგოთი, ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახია, სიყვარულით და თავისი მენტალიტეტით, როგორც ყველა ქართული ოჯახი. მეცოდები, ნეკა! საშინელი შურისძიების ეშმაკით ხარ შეპყრობილი. შენ რომ გისმენდი მელაძის შოუში, მეგონა, საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰყვებოდი.

დედამთილი, ბატონი ნოდარი, ნიკა და თენგო თურმე შენი წამებით იყვნენ დაკავებულნი. რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი. შურისძიების ეშმაკით ხარ, შვილო, შეპყრობილი. შეინანე, ნეკა! დაგახრჩობს ეგ ეშმაკი და შენზე უბედური არავინ იქნება. ჩემზე კარგად იცი, ნიკა ძალიან მგრძნობიარეა, კარიერას უსპობ და იმ ავადსახსენებელ სიტყვებს უსრულებ, რომ დაჰპირდი: დედას .... შენი უსასტიკესი მტერი ვიქნები და არასდროს გაგახარებო!

ნეკა, დღეს გიყურე. როგორც მამა, როგორც ბერი. გაკიცხვის მაგივრად საშინლად შემეცოდე. აჯობე შენ თავს და მოიშორე შურისძიება. შეინანე, ისევ შენი თავისთვის. შვებას ვერსად იპოვი და მთელი ცხოვრება უბედური იქნები. ჯერ კიდევ არ არის გვიან. ლუკასთვის გააკეთე.
არქ. ანთიმოზ ივერიელი", - წერს მამა ანთიმოზი.
მკითხველის კომენტარები / 34 /
კაი მელაა ეს გოგო. რო ნახა მილიონებს კარგავდა ეგრევე აწიოკდა "ძალადობაზე ქალთა მიმართ" და გაეშურა ბაია პატარაია ქალია-მართალიასთან.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
02 მაისი 2022 14:37
13
როცა სიმართლეს ამბობს რა გავაკეთო, რა ვქნა?
შეინანე ნეკა და შეეშვი ნიკასთვის კარიერის დანგრევას!
ეს მხოლოდ მამაოს თხოვნა-შეგონება არაა!
წარმატებები ნიკა ბასილაშვილს!
ბათუმელი ექპერტი
02 მაისი 2022 13:06
10
აი ნეკას რომ ცოლის სტატუსს დაუკანონებ, დაინგრევი, აბა რა მოგივა
tsiko
02 მაისი 2022 13:52
5
ახალი ჯიპი უნდა
-_-
02 მაისი 2022 17:33
25
ყოჩაღ მამაო,სამწუხაროდ დღეს ბევრს არ ყოფნის სიმამაცე სიმართლე თქვას..
ნიკა
02 მაისი 2022 16:58
9
მიკვირს რაა თვითონ ნიკა რატომ არ უჩივის რატომ რაინდობს ? ვერ ხედავს რომ ეს დედაკაცი გაჩერებას არ აპირებს და ბოლომდე უპირებს განადგურებას @ ჩვენმა იდიოტმა მთავრობან არა და არ აღადგინა სააკიანის მიერ გაუქმებული ცილისწამების მუხლი მაგრამ სხვა ქვეყანაში უჩივლოს სადავ ეგ მუხლი მოქმედებს !
zura222
02 მაისი 2022 18:23
9
ყველა შეეშვით ნიკას! ნუ შეაწუხეთ ეს ბიჭი, აცადეთ თავისი საქმე აკეთოს! ნიკა გისურვებთ: კარგი ოჯახის შექმნას, სიწყნარეს და სიმშვიდეს, რომელიც ასე ძალიან გჭირდება!
ნინი
02 მაისი 2022 23:20
0
ჩვენც ვუსურვებთ ნიკას, ეღირსოს კარგი წყნარი ცხოვრების თანამგზავრი და არა ისეთი როგორიცაა ეს აშარაშკა ნელი დოროყაევი.
!!!
03 მაისი 2022 10:00
1
მარი, შენნაირი და ნელის ნაირი მოძალადე დედაკაცები ხართ, კაცებზე უარესები! დიახაც ნიკა გვიყვარს, როგორც კარგი პიროვნება და როგორც სასახელო სპორცმენი! დიახაც ნიკას ვუსურვებთ, რომ შეხვდეს ისეთი ქალი, რომელიც მოუტანს სიმშვიდეს და არა ისეთი როგორიც არის ნელი დოროყაშვილი.
ნიკას წარმატებები! ნინი.
03 მაისი 2022 13:13
0
ყველა გამოხმაურება
ეს არქიმანდრიტი, ფუ, საქართველოს ეკლისიი სირცხვილი!

ბაზრის ქალივით იქცევა ყოველთვის!
XXX
02 მაისი 2022 13:54
100
შენ რომ იფურთხები რა ხარ?
რეალობა
02 მაისი 2022 15:03
7
მართალია ეს კაცი, ქალმა თუ შურისძიება გადაწყვიტა მერე მტრისას, ცხრა ლომი ვერ დაუდგება წინ.. კაცი თავს იცავს და ქალი უტევს, ხან პირიქითაა და ვაი დამარცხებულს...
კ ო მ ბ ლ ე
03 მაისი 2022 00:27
1
მართალი ხართ მამა ანთიმოზ, ქალი შეპყრობილია და ამიტომ აღარც მიკვირს მისგან.
ლეო_ლუკა
03 მაისი 2022 09:49
5

სიახლეები პოპულარული