ბასილაშვილმა მადრიდში პირველ წრეში იმარჯვა და ალკარასს შეხვდება

AutoSharing Option
მიუნხენის ტურნირის მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა (27) მადრიდის მასტერსის პირველ წრეში იტალიელ ფაბიო ფონინის (51) საათსა და 21 წუთში 7:5, 6:4 სძლია და 1/16-ფინალში გავიდა.

აქამდე ბასილაშვილი ფონინისთან 2021 წელს ცინცინატის მასტერსზე დამარცხდა, ხოლო ინდიან უელსში მასთან სათამაშოდ გასვლა ტრავმის გამო ვერ შეძლო.

4 მაისს, მეორე წრეში, ნიკოლოზი 18 წლის ესპანელ კარლოს ალკარასს (9) დაუპირისპირდება, რომელთანაც გასულ წელს როლან გაროსზე 0:3 დამარცხდა და რომელმაც წელს ბარსელონის ტურნირი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ალკარასი ვარსკვლავი და მომავალი პირველი ჩოგანია.ნიკამ თუ მოუგო, კიდევ ერთხელ დაწერს ისტორიას.თანაც მადრიდში.
ჯუჯი
03 მაისი 2022 13:36
0
ნიკა მოუგე პატარას!
თენგო
03 მაისი 2022 08:04
0
გილოცავ ნიკა წარმატებები, ძალიან ძლიერი მეტოქე გყავს მეორე ნადალი ეზრდება ესპანეთს თიხაზე წარმატებები ალკასერთან
Soso
03 მაისი 2022 00:46
1
ნიკა, ღმერთმა გაძლება მოგცეს...გაიხარეეე და საქართველო გაახარეეე...
გიორგი-50
02 მაისი 2022 23:54
0
ნიკა გამხნევდი-ამდენი განცდის მერე არ ყრი ფარხმალს ვხედავთ
სენაკელი
02 მაისი 2022 23:14
0
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები შემდეგ შეხვედრაში!
დათო
02 მაისი 2022 22:28
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული