საკმაოდ სოლიდური თანხა და ციფრები - რამდენს გამოიმუშავებს ბასილაშვილი, თუ დღეს "უიმბლდონის" მესამე წრეში გავა

AutoSharing Option
"უიმბლდონის" მეორე წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს 25 წლის ფრანგს, მსოფლიოს 82-ე ნომერს, ქვენტინ ჰალისს დაუპირისპირდება.

ჩვენებური თავის დღევანდელ მეტოქეს აქამდე არასდროს შეხვედრია და მათი გზები არასდროს გადაკვეთილა.

ფრანგ ჩოგბურთელს კარიერის საუკეთესო პერიოდი ახლა უდგას და რეიტინგში საუკეთესო ნიშნულიც სწორედ ახლა აქვს დაფიქსირებული. მას არცერთი ATP ტიტული არ აქვს მოპოვებული, დიდ სლემებზე კი მაქსიმუმი სწორედ მეორე წრეში გასვლაა. 

რაც შეეხება ნიკას, მან დაძაბულ ბრძოლაში პირველ წრეში ვეტერან ლუკაშ როსოლს სძლია და ახლა "უიმბლდონზე" საუკეთესო შედეგის გამეორების (მესამე წრეში
გასვლა) შანსი აქვს, რომელიც 2015 წელს დააფიქსირა.

როსოლის დამარცხებით ბასილაშვილმა 78 000 გირვანქა, ანუ 96 000 დოლარი უკვე გამოიმუშავა. დღეს თუ ის ჰალისსაც სძლევს, ჯამში მის მიერ მოპოვებული თანხა 120 000 გირვანქა, ანუ 147 000 დოლარი იქნება.

ნიკოლოზის შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზეა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მომდევნო ეტაპზე გავა, ის ნიდერლანდელ ტიმ ვან რეითჰოვენსა და აშშ-ის წარმომადგენელ რაილი ოპელკას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ერთი სასამართლო უკვე მოიგო და იმედი მაქვს,კარგ გუნებაზე იქნება.კარგ გუნებაზე მყოფ ნიკას კი,ბევრის გაკეთება შეუძლია.გამარჯვებას ვუსურვებ!
სოსო
18:58 29-06-2022
0
რა ვერ ისწავლეთ ხალხნო, რომ ინდივიდუალური სპორტის სახეობებში როგორიცა ჩოგბურთი, გოლფი, დოღი, სნუკერი და ა.შ. წესადაა პრიზებთან ერთად ფულადი პრიზის გამოცხადება. ერთგვარი რეგალიაა!!!
L.M.
14:23 29-06-2022
0

სიახლეები პოპულარული