![](https://sportall.ge/pictures/image5/0613a2067e71bad0719764f786487862.jpeg)
ჩვენებური ცინცინატის მასტერსზე იასპარეზებს, ტურნირის ძირითადი ბადის შეხვედრები კი დღეიდან დაიწყება.
ბასილაშვილი პირველ წრის მატჩს ხვალ თბილისის დროით გამთენიისას 03:30 საათზე გამართავს და მისი მეტოქე აშშ-ის წარმომადგენელი მაკენზი მაკდონალდი იქნება, რომელსაც აქამდე ორჯერ ეთამაშა და ორივეჯერ წააგო.
გამარჯვების შემთხვევაში, ნიკას მეტოქე მომავალ წრეში ამომავალი ესპანელი ვარსკვლავი კარლოს ალკარას გარფია იქნება.