"ნეკას უნდა რაღაც ფორმით შური იძიოს, ის ამას ვერ ეგუება... ნიკოლოზი ყველას სთხოვს, რომ... " - ბასილაშვილის ადვოკატი დოროყაშვილის სკანდალურ ჩვენებაზე კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
16 აგვისტოს გამართულ მორიგ სასამართლო სხდომაზე ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სკანდალური ჩვენება მისცა.

მან ვიდეო ჩანაწერი წარმოადგინა და თქვა, რომ ჩოგბურთელის მხრიდან მუდმივად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ამ ჩვენებასთან დაკავშირებით "პრაიმტაიმმა" ნიკოლოზის ადვოკატი ირმა ჭკადუა ჩაწერა, რომელმაც თქვა:

"ამ ბრალდებებზე ნიკოლოზს რა რეაქცია უნდა ჰქონდეს, სრულიად უსაფუძვლოა. მას მეუღლეზე არასდროს უძალადია. დაველოდოთ პროცესების დასრულებას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

ნიკოლოზს რომ მასე არ უძალადია, ეს ყველაზე კარგად იცის თვითონ ნეკა დოროყაშვილმა. უბრალოდ, ნეკა ვერ ეგუება განშორებას,
ღალატს. მას ჰყავს საცოლე და ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა ამას ნეკა აღიქვამს როგორც ღალატს. ნეკა დღემდე დაკავებულია იმით, რომ რაღაც ფორმით შური იძიოს ნიკოლოზზე.

ნიკოლოზი სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე ძალიან წუხს, რომ ნეკას მისამართით ბულინგი მიმდინარეობს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, ძალიან ნერვიულობს მის მცირეწლოვან შვილზე, არასრულწლოვან ბავშვზე.

ნიკოლოზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი შვილის ცხოვრება იყოს მშვიდი და ამ ნეგატივისგან როგორღაც დაიცვას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მან ვერ შეძლო, რადგან მეორე მხარეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვის ინტერესები იქნას დაზიანებული.

დარწმუნებულები ვართ, ის ადამიანები, რომლებიც ნიკოლოზის გულშემატკივრები არიან ან გაფართოებული თვალებით უყურებენ ამ პროცესს, ბუნებრივია, ელოდებიან მის პასუხებსაც, მაგრამ ნიკოლოზს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი, მაგრამ არ საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქ დგას მისი შვილის საუკეთესო ინტერესი. აქედან გამომდინარე, ყველას სთხოვს ნიკოლოზი, რომ თავი შეიკავონ ნეკა დოროყაშვილის გალანძღვისგან და აბუჩად აგდებისგან, რადგან ის მისი შვილი დედაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ნეკას მხრიდან არ ხდება მისი შვილის ინტერესის დაცვა. ვინ არ დაშორებულა, ოჯახები ინგრევა, მაგრამ შვილების გამო მხარეები კონსტრუქციულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. მოცემულ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ნეკა დოროყაშვილი საუბრობს ყველაფერზე და ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ემსახურება შურისძიებას და მეტს არაფერს. ამ დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი დუმს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ? იმიტომ, რომ ნიკოლოზს სურს ამ ნეგატივისგან მისი შვილი დაიცვას", - ამბობს ჭკადუა.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ქართველი ჯონი დეპი და ჰარდი
სოფო
18 აგვისტო 2022 09:16
7
საქართველოს სპორცმენები დასაკარგი არა ჰყავთ, შენ ფეხებზე გკიდია, მასხარაობ და ღადაობ.
სოფო-ს!
18 აგვისტო 2022 13:05
3
ჯონი დეპი ნარკომანი და ლოთია!!
სოფოს
18 აგვისტო 2022 12:38
2
სიმართლე, ქალის ქცევაა. ამ დროს ორთავე აღმოჩდა სუსტი და ვერ შეძლეს ურთიერთობის მართვა, ემოციების. თუ სხვა ყველაფერი დაცულია ქართულში და არაა არეული, წესით უნდა შეარიგო, მაგრამ მას ქრისტეს ქრისტიანობა სჭირდება. გიხაროდეს! ძალადობა არ გინდათ, კვახი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ფარულავას ტვინში იცხოვროს ფარულავებმა. გიხაროდეთ! ცალსახად, არ ვარ რობოტი, ვარ ქრისტიანი, ივერიელი კოლხის გვარისა, ჰობი მისტიკა. გიხაროდეთ!
beso
18 აგვისტო 2022 08:50
4

სიახლეები პოპულარული