"ნეკას უნდა რაღაც ფორმით შური იძიოს, ის ამას ვერ ეგუება... ნიკოლოზი ყველას სთხოვს, რომ... " - ბასილაშვილის ადვოკატი დოროყაშვილის სკანდალურ ჩვენებაზე კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
16 აგვისტოს გამართულ მორიგ სასამართლო სხდომაზე ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სკანდალური ჩვენება მისცა.

მან ვიდეო ჩანაწერი წარმოადგინა და თქვა, რომ ჩოგბურთელის მხრიდან მუდმივად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ამ ჩვენებასთან დაკავშირებით "პრაიმტაიმმა" ნიკოლოზის ადვოკატი ირმა ჭკადუა ჩაწერა, რომელმაც თქვა:

"ამ ბრალდებებზე ნიკოლოზს რა რეაქცია უნდა ჰქონდეს, სრულიად უსაფუძვლოა. მას მეუღლეზე არასდროს უძალადია. დაველოდოთ პროცესების დასრულებას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

ნიკოლოზს რომ მასე არ უძალადია, ეს ყველაზე კარგად იცის თვითონ ნეკა დოროყაშვილმა. უბრალოდ, ნეკა ვერ ეგუება განშორებას,
ღალატს. მას ჰყავს საცოლე და ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა ამას ნეკა აღიქვამს როგორც ღალატს. ნეკა დღემდე დაკავებულია იმით, რომ რაღაც ფორმით შური იძიოს ნიკოლოზზე.

ნიკოლოზი სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე ძალიან წუხს, რომ ნეკას მისამართით ბულინგი მიმდინარეობს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, ძალიან ნერვიულობს მის მცირეწლოვან შვილზე, არასრულწლოვან ბავშვზე.

ნიკოლოზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი შვილის ცხოვრება იყოს მშვიდი და ამ ნეგატივისგან როგორღაც დაიცვას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მან ვერ შეძლო, რადგან მეორე მხარეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვის ინტერესები იქნას დაზიანებული.

დარწმუნებულები ვართ, ის ადამიანები, რომლებიც ნიკოლოზის გულშემატკივრები არიან ან გაფართოებული თვალებით უყურებენ ამ პროცესს, ბუნებრივია, ელოდებიან მის პასუხებსაც, მაგრამ ნიკოლოზს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი, მაგრამ არ საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქ დგას მისი შვილის საუკეთესო ინტერესი. აქედან გამომდინარე, ყველას სთხოვს ნიკოლოზი, რომ თავი შეიკავონ ნეკა დოროყაშვილის გალანძღვისგან და აბუჩად აგდებისგან, რადგან ის მისი შვილი დედაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ნეკას მხრიდან არ ხდება მისი შვილის ინტერესის დაცვა. ვინ არ დაშორებულა, ოჯახები ინგრევა, მაგრამ შვილების გამო მხარეები კონსტრუქციულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. მოცემულ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ნეკა დოროყაშვილი საუბრობს ყველაფერზე და ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ემსახურება შურისძიებას და მეტს არაფერს. ამ დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი დუმს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ? იმიტომ, რომ ნიკოლოზს სურს ამ ნეგატივისგან მისი შვილი დაიცვას", - ამბობს ჭკადუა.
მკითხველის კომენტარები / 34 /
კი ბატონო ნიკა რომ ამბობს-რომ თავი შეიკავონ ნეკა დოროყაშვილის გალანძღვისგან ეს მისი სიკეთიდან მოდის მაგრამ ის გაავებული დედაკაცი გამჩერებელი რომ არაა ამას ვერ გრძნობს ? დოროყას უკან დგანან ლომჯარია ბაბუცა პატარაია და სხვა აგრესიული ფემინისტკები და რას ნიშნავს აგრესიული ფემინიზმი ეს უკვე გაიგეს შვედეთის კანადის ამერიკის არგენტინის და სხვა ბევრი ქვეყნის კაცებმა !
zura222
17 აგვისტო 2022 12:30
8
ლომჯარია შუაში კი არა თავშია ! ზუსტად ეგ აქეზებს ბაბუცა პატარაიას და სხვა "ფემინისკებს" მაგის ინტერვიუები არ გაქვს ნანახი ამ საქმის შესახებ ? ხალხმა რომ არ იცოდეს რომ "სახალხო დამცველი" ლაპარაკობს ყველა იფიქრებს პროკურორის და დოროყას ადვოკატი ლაპარაკობსო @
zura222
17 აგვისტო 2022 17:38
6
გეთანხმები,მაგრამ ლომჯარია რა შუაშია?
zura222-ს
17 აგვისტო 2022 15:29
18
ამის მოყვანას გასაბერი ქალი მოეყვანა ცოლად, დიდი-დიდი ჩაიჩუტებოდა........
REAL MADRID
17 აგვისტო 2022 12:40
5
ამ ქალს თავისი პირით აქვს ნათქვამი, თან საჯაროდ, დედას გიტირებ, არ გაგახარებო, და რაც ხდება სწორედ აქედან გამომდინარე უნდა აღიქვა. აწი ტყუილ-მართალი ყველაფერი არეული აქვს ამ ქალს.
გიორგი
17 აგვისტო 2022 17:29
5
ვის სახლში არ ხდება ჩხუბი, მითუმეტეს ცოლ-ქმარს შორის, მაგრამ ამ გოგოს საქციელი უკვე სცილდება ყველანაირ ზღვარს! მე მგონი ნელის, პარანოიკული ამოჩემება აქვს დაწყებული, ამ ავადმყოფობას მედიცინის ენაზე "ერთი კაცის ამოჩემება" ქვია. ნელი სანამ დროა მიაკითხე ექიმს!
moqalaqe
17 აგვისტო 2022 14:59
6
მე არ მესმის თუ მართლა ასეთი საშინელი ქმარი და პიროვნება იყო და ასეთ დღეში აგდებდა ამ ქალს წლები რაღას ცხოვრობდა იმასთან ერთად და ხმას რატომ არ იღებდა აქამდე?? ამ ქალმა ყველაფერი იკადრე უკვე ფსკერიც კი ჩახვრიტა საშინელება შეიძლება ნიკა არა არის იდეალური მაგრამ იდეალურები არავინ ვართ მაგრამ ამ ქალმა რეებიც იკადრაა მართლა სულით ბოროტი ადამიანის გარდა არავინ იკადრებდა არავინ!
ზურა
17 აგვისტო 2022 13:24
5
მე ამ გოგოს ინსტაგრამი რომ ვნახე მაშინ მივხდი ვინც იყოდ და რაც იყო ეს ქალი და მართლა დასაშორებელი იყო ამისთანა ქალს ვერ დაკმაყოფილებ ვერაფრით ფულზე გაგიჟებულიო ხო არსებობს გამოთქმა ფულზე და კაი ცხოვრებაზე გაგიჟებული ქალის სახეხატია დოროყაშვილი..
ზაური
17 აგვისტო 2022 13:27
5
აუხსენით ნელი დურაკაშვილს, რომ ცუდი ხასიათის გამო მან კარგი ქმარი დაკარგა, და სასამართლოში არანაირი საჩივარი მას ქმარს არ დაუბრუნებს.
ქ. გ.
17 აგვისტო 2022 16:10
9
რაც ჩანაწერი ვნახე პროვაკაციაზე წამსვლელი ქალი თან ჩანაწერს ჩუმად აკეთებს მართალიც რომ იყოს სრ დაიჯერება
დარეჯანი სოხუმელი
17 აგვისტო 2022 16:30
3
აი ჭკადუა რო გეყოლება ადვოკატად უკვე უკან ხარ!
სანი
17 აგვისტო 2022 16:57
34
რატომ? რატომ არ უნდა გყავდეს ადვოკატად? რადგან გვარამიამ თქვა?
ნოდარი
17 აგვისტო 2022 21:15
1
ჭჯადუა, ძალიან ჭკვიანი იურისტია! ამ ნელის კი ბაბუცასნაირი "მრჩევლები და გულშემატკივრები" არ გამოელიოს, იმიტომაც არის დოროყვაანთ ქალი, ჭკუა აშლილი!
sanis
17 აგვისტო 2022 21:34
4
ბასილაშვილი არის მოძალადე, და მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, ვიდეჩანაწერში მკაფიოდ ჩანს როგორ ძალადობს მეუღლეზე, ძალადობას გამართლება არ აქვს, ასე რომ ნუ აპრავებთ.
lado
17 აგვისტო 2022 15:51
70
ლგბტ ლადო წადი კვერცხი დადე DDD
zura222
17 აგვისტო 2022 17:33
7
ვიდეოში ბასილაშვილის მხრიდან ძალადობა მარტო შენ შეამჩნიე მგონი. ან შენ და ბაია პატარაიას სხვა ვიდეო გაქვთ ნანახი, ჩვენ - სხვა. რა ძალადობა ნახე ერთი ამ ვიდეოში? იქნებ ჩვენ ვერ ვხვდებით რაღაცას...
ზურა
17 აგვისტო 2022 21:18
5
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული