ნიკოლოზ ბასილაშვილი (35) ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში ჩინელ იპინ ვუსთან (174) 3:6, 4:6, 0:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილმა ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა.
ჩინელმა დიდი სლემის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.