გასული დეკადისა და უფრო მეტი წლის განმავლობაში რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ, დაძაბული ბრძოლების მიუხედავად, თავიანთი საჩოგბურთო შესაძლებლობები უფრო მაღალ დონეზე აწიეს. ისინი ერთმანეთს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ფინალში უპირისპირდნებოდნენ და თავიანთ მაქსიმუმს მაშინ ავლენდნენ, როდესაც დაძაბულობა ყელამდე ახრჩობდათ. მათმა მეტოქებამ ითამაშა ფუნდამენტური როლი ჩოგბურთის თამასის აწევასა და განვითარებაში.
მიუხედავად ასეთი მეტოქეობისა, კორტსა და მის მიღმა ლეგენდები ერთმანეთის კარგი მეგობრები არიან, რა სიმბოლურია, როცა როჯერს "მატადორი" შეუწყვილდა და კარიერის უკანასკნელ მატჩში მასთან ერთად ითამაშა. შეგახსენებთ, როგორც ცნობილი იყო, ლეივერის თასი როჯერისთვის კარიერაში ბოლო იქნებოდა, მოგვიანებით კი გვითხრეს, რომ შვეიცარიელი წყვილთა თანრიგში ითამაშებდა მხოლოდ. გუშინდელ მატჩში როჯერი და რაფა ფრანსის ტიაფოსთან და ჯეკ სოკთან 6:4 6:7 9:11 დამარცხდნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ ფედერერი ჯიმ კურიეს კორტზე ესაუბრა:
"მე შევიგრძენი ის ბედნიერება, რაც ფეხსაცმელზე თასმის შეკვრა გაძლევს. დიდებული მატჩი იყო. ამაზე გახარებული ვერ ვიქნებოდი, შესანიშნავი იყო... და რა თმა უნდა, რაფას გუნდში თამაში, თანაც ასეთი ბიჭების გვერდით - ყველანი ლეგენდები ხართ, მადლობა".
კარიერის სრულყოფილებაზე საუბრის შემდეგ, როჯერმა მის მეუღლეს, მირკას მადლობა გადაუხადა:
"მას შეეძლო დიდი ხნის წინ ეთქვა ჩემთვის, რომ წასვლის დროა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ის მხარში ამომიდგა და თამაშის შესაძლებლობა მომცა, მადლობა"/
ეს საღამო თავიდანვე ემოციურად დაიწყო, 17 500 ადამიანი O2-ის კორტზე ფეხზე წამომდგარი უღებდა რაფასა და როჯერის შემოსვლას, მათ შორის სათადარიგო სკამზე მესამე ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ტელეფონით ხელში ვიდეოს იღებდა, რათა სამუდამოდ ქონოდა მისი 2 ყველაზე დიდი მეტოქის ასეთი ემოციური მომენტი, ისინიც ხომ სერბის მეგობრები არიან...
შეხედეთ ამ ფოტოს და მიხვდებით, რას ნიშნავს იყო ადამიანი... მატჩის დასრულების შემდეგ როჯერ ფედერერის გვერდით ატირებული რაფაელ ნადალი ზის... ზუსტად ესაა ის ემოცია და ის სიყვარული, რასაც სპორტი გაძლევს, სწორედაც, რომ ამის გამოა სპორტის ნებისმიერი სახეობა გამორჩეული. ვინ იცის, რამდენჯერ ატკინეს ერთმანეთს გული საკუთარი გამარჯვებით, მაგრამ კარიერის ბოლოს ვერც ერთი ლეგენდა ვერ იკავებს მისი ყველაზე დიდი ოპონენტის სპორტიდან გაცილებისას ცრემლებს.
დიდება როჯერს, წარმატებები კარიერის ახალ ეტაპზე, ნადალს კი აპლოდისმენტები ასეთი კარგი ადამიანობისთვის, იქვე ნოვაკსა და სხვა ჩოგბურთელებს გულმხურვალე გულშემატკივრობისთვის.