ბასილაშვილი სოფიაშია და საშინელი სერიის შეწყვეტას 38 წლის ესპანელთან შეეცდება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბულგარეთის ქალაქ სოფიაში 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს.

პირველ წრეში ჩვენებურის მეტოქე 38 წლის ესპანელი ვეტერანი ფერნანდო ვერდასკო იქნება, ვინაც ამჟამად 115-ე პოზიციას იკავებს, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ის პლანეტის მე-7 ნომერიც გახლდათ.

ნიკოლოზი ფერნანდოს აქამდე სამჯერ ეთამაშა - ორჯერ წააგო, ერთხელაც მოიგო.

დაპირისპირება ხვალ გაიმართება და თუ ბასილაშვილი გაიმარჯვებს, შემდეგ წრეში ან ალექსანდრ ვუკიჩს, ან ფაბიო ფონინის შეხვდება. 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ბოლო 8 მატჩში 7 მარცხი აქვს და იქ არცერთ მათგანში სეტი არ მოუგია. სათქმელია ისიც,
რომ იმ 1 მოგებულ შეხვედრაში მისმა მეტოქემ ზიზუ ბერგსმა თამაში შეწყვიტა, სადაც
ნიკოლოზი ბრეიქითა და სეტით ჩამორჩებოდა...
მკითხველის კომენტარები / 2 /
სანამ დოროყას და მის სადაქალოს არ მოთოკავენ მანამ გაგრძელდება ეს საშინელი სერია @@
zura222
26 სექტემბერი 2022 14:31
4
მიზეზები არ დაგელევათ ყველას დააბრალოთ გარდა მისი სამწვრთნელო შტაბისა თუ არ არის მზად ვინ აძალებს გამოსვლას? ამათი მხარეს იგიბე ნაირად არ აბულინგებს იმ ადამიანს სულ რომ არ იყოს მართალი
ნოდო
26 სექტემბერი 2022 21:16
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული