ბასილაშვილი სოფიაშია და საშინელი სერიის შეწყვეტას 38 წლის ესპანელთან შეეცდება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბულგარეთის ქალაქ სოფიაში 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს.

პირველ წრეში ჩვენებურის მეტოქე 38 წლის ესპანელი ვეტერანი ფერნანდო ვერდასკო იქნება, ვინაც ამჟამად 115-ე პოზიციას იკავებს, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ის პლანეტის მე-7 ნომერიც გახლდათ.

ნიკოლოზი ფერნანდოს აქამდე სამჯერ ეთამაშა - ორჯერ წააგო, ერთხელაც მოიგო.

დაპირისპირება ხვალ გაიმართება და თუ ბასილაშვილი გაიმარჯვებს, შემდეგ წრეში ან ალექსანდრ ვუკიჩს, ან ფაბიო ფონინის შეხვდება. 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ბოლო 8 მატჩში 7 მარცხი აქვს და იქ არცერთ მათგანში სეტი არ მოუგია. სათქმელია ისიც,
რომ იმ 1 მოგებულ შეხვედრაში მისმა მეტოქემ ზიზუ ბერგსმა თამაში შეწყვიტა, სადაც
ნიკოლოზი ბრეიქითა და სეტით ჩამორჩებოდა...
მკითხველის კომენტარები / 2 /
სანამ დოროყას და მის სადაქალოს არ მოთოკავენ მანამ გაგრძელდება ეს საშინელი სერია @@
zura222
14:31 26-09-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული