ბასილაშვილისთვის 2022 წლის სეზონი თითქმის დასრულდა - რას აცხადებს ჩოგბურთელის ადვოკატი

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის 2022 წლის სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია, ამის შესახებ მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას კომენტარიდან ხდება ცნობილი.

ნიკა თბილისშია და პროცესის დასრულებამდე საქართველოს დედაქალაქში დარჩება, ამიტომ მას მოუწევს გამოტოვოს ვენის ტურნირი, რომელიც 24 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო და ბასილაშვილს ეასპარეზა. 

სავარაუდოდ, წელს ქართველს მხოლოდ ერთადერთ ტურნირზე ვიხილავთ - პარიზის მასტერსზე, რომელიც 31 ოქტომბერს დაიწყება. შემდეგ საჩოგბურთო სეზონი სრულდება, მხოლოდ წლის შემაჯამებელი ტურნირი და დევისის თასის ფინალური დაპირისპირებები იქნება, სადაც ნიკას ვერ ვიხილავთ. აი, რას ამბობს ჩოგბურთელის ადვოკატი:

"ნი­კო­ლო­ზი სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცე­სის
დას­რუ­ლე­ბამ­დე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბა. ის მისი სურ­ვი­ლით ჩა­მო­ვი­და, ტურ­ნი­რი ჰქონ­და, მაგ­რამ გა­მო­ტო­ვა. ახლა იწყებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნას, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში სმე­ნა­დო­ბის პრობ­ლე­მაც არის და მას ერ­ჩივ­ნა, დარ­ბაზ­ში ყო­ფი­ლი­ყო. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­დგე­ნი­ლი გვაქვს და ახლა მათი გა­მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სი­მარ­თლე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის იმე­დი გვაქვს. ვინც იმ დღეს პრო­ცეს­ზე იყო და მას თვალს ადევ­ნებ­და, ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მყა­რია. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტა­ლია კი­თხვებს პა­სუ­ხობ­და ქალ­ბა­ტო­ნი ნე­ლის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხე­ბი მის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­შია.

ნი­კო­ლო­ზი შვილს პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე ვერ ნა­ხავს, არ აქვს ამის უფ­ლე­ბა, ეს სა­კი­თხი აღ­მკვეთ­თან ერ­თად გა­და­წყდა. ამა­სო­ბა­ში ნი­კო­ლოზს ორი ტურ­ნი­რის გა­მო­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს, მაგ­რამ საქ­მე მო­ი­თხოვს ამას. ნიკა მშვი­და­დაა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია თა­ვის სი­მარ­თლე­ში, ორი სი­მარ­თლე არ არ­სე­ბობს", - ამბობს ირმა ჭკადუა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთხელ და სამუდამოდ გააჩუმეთ ეგ ეშმაკი ქალი, რომ ვერ გაძღა ბასილაშვილის ფულით და შურით. აბა, ღარიბი ყოფილიყო ნიკა, სასამართლო პროცესი დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა.
Რაგბის ფანი
19:48 08-10-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული