ბასილაშვილის უდიდესი ვარდნა - ნიკა თითქმის ასეულს მიღმაა

AutoSharing Option
საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს რეიტინგში უდიდესი რეგრესი აქვს. ჩვენებური ერთბაშად 56 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 92-ე ადგილს იკავებს.

ეს კი იმან გამოიწვია, რომ ნიკოლოზს ინდიან უელსის მასტერსზე მეორე წრეში მარცხისთვის 600 ქულა დააკლდა, რადგან შარშანდელი ფინალისტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილისთვის ეს 2017 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. საუკეთესო რეიტინგი კი მან 2019 წლის 27 მაისს დააფიქსირა, როდესაც პლანეტის მე-16 ნომერი გახლდათ. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საჩოგბურთო სეზონი ქართველისთვის თითქმის დასრულებულია. ის თბილისში იმყოფება და ყოფილ მეუღლესთან წარმოებულ სასამართლო
პროცესებს უნდა დაესწროს, რის გამოც ორ ტურნირს გამოტოვებს და სავარაუდოდ, სეზონს პარიზის მასტერსზე ამ თვის ბოლოს დახურავს.

აქვე გეტყვით, რომ რეიტინგი ოფიციალურად ორშაბათს განახლდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იარე ახლა სხვადასხვა კურორტებზე და ოცეულში დაგაბრუნებ მე. ქართული ხასიათი გამოავლინა მაინც.
Idki
17:35 11-10-2022
13
ფსიქოლოგია რამდენს ნიშნავს სპორტში, სად გადაეყარა ამ პროვოკატორს.
laziale
14:28 11-10-2022
4

სიახლეები პოპულარული