"500 ათასი დოლარი მინდაო, ვაკეში სახლი თავისი პარკინგებითო და ასევე..." - რა მოთხოვნები ჰქონდა დოროყაშვილს ბასილაშვილთან დაშორების შემდეგ

AutoSharing Option
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება.

გუშინ ჩვენება სპორტსმენის ძმამ, თენგო ბასილაშვილმა მისცა და იმ პერიოდზე ისაუბრა, როცა ნელი დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთად ცხოვრობდნენ:

"2017 წლიდან ნიკოლოზმა დაშორებაზე დაიწყო ლაპარაკი, ძალიან ბევრ რაღაცას მაბრალებს, ღალატს მაბრალებსო. ნელიმ მეც მომწერა - ნიკას ხელშემწყობი ხარ ჩემ ღალატშიო. ნიკამაც არ იცოდა, რაზე ემუქრებოდა ნელი, სასამართლოში წაგიყვანთ, პასუხს გაგებინებთ, დედას გიტირებთო. მერე გამიჩნდა ღრმა რწმენა, რომ მართლა რაღაც მოხდებოდა. 2018 წლის აგვისტოს ბოლოს, როცა
ნიკა საქართველოში დარჩა და ნეკა - ნიუ-იორკში, მათი თანაცხოვრება შეწყდა. ამას ნელის ძალიან დიდი ეჭვიანობა უძღვოდა წინ. 28 აგვისტოს, დილით დამირეკა და მითხრა, რომ ნიკოლოზს ეძებდა, ვერ პოულობდა, თითქოს, ნიკა ღალატობდა. ვუთხარი, რომ ვარჯიშზე იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილს, როცა ნელი დოროყაშვილთან ქორწინებაში იყო, არასდროს არ უღალატია და ყოველთვის მისი ერთგული იყო. კონფლიქტის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი ადგილს ტოვებდა, სიტყვას არ უბრუნებდა".

თენგო ბასილაშვილმა თქვა, თუ რა ქონება მიიღო დოროყაშვილმა მისი ძმისგან.

"გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული კომერციული ფართი გადასცა, შვილს მცხეთის ქუჩაზე სახლი და 100 000 დოლარი. ნელის ახალი "იქს 5" აჩუქა, ისეთი, როგორიც უნდოდა, სახლთან მიუყვანა. მერე ვინ გაყიდა, არ ვიცი", - განაცხადა ბასილაშვილის ძმამ.

თენგო ბასილაშვილმა ასევე იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რა მოთხოვნები ჰქონდა განქორწინების შემდეგ ნელი დოროყაშვილს:

"ნეკა დოროყაშვილი ითხოვდა ყველანაირი უძრავი ქონების გადაფორმებას. ნიკაც დათანხმდა, რომ პროვოკაცია და რამე რომ არ ყოფილიყო....

500 ათას დოლარს ითხოვდა, ვაკეში სახლს თავისი პარკინგებით და შემნახველებით; მცხეთის ქუჩაზე სახლს, რა სახლიც აჩუკა ნიკამ ლუკას, მაგ სახლს ითხოვდა; გოგებაშვილის ქუჩაზე კომერციულ ფართს, პარკინგს და ყოველთვიურად ითხოვდა 18 000 ლარს ალიმენტს", - თქვა თენგო ბასილაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ ყველაფერს რო ვკითხულობ, აღარ მინდა ცოლი!!! მარა გვიანია უკვე!!! არ გინდა ცოლიო უფროსები ბიძიები რო ღადაობდნენ მეგონა მართლა ხუმრობდნენ… :D :D:D
Vasili
10:09 15-10-2022
3
პუტინს რომ გავუგზავნოთ, იქნებ ისიც დააქციოს და გაპრტყვნას
ვარლამი
09:12 15-10-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული