"დავითვალოთ და ვნახოთ, რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე" - რა თქვა ბასილაშვილის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში?

AutoSharing Option
და­ვით­ვა­ლოთ და ვნა­ხოთ, რამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი თქვა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, - ამ სი­ტყვე­ბით და­ი­წყო ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ დას­კვნი­თი სი­ტყვა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 4 სა­ა­თია მიმ­დი­ნა­რე­ობს, დაც­ვის მხა­რე დას­კვნით სი­ტყვას წარ­მოთ­ქვამს.

ად­ვო­კატ თე­ო­ნა გვა­ზა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არა­ერ­თხელ იც­რუა.

"ნო­მე­რი პირ­ვე­ლი ტყუ­ი­ლი, რაც ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და - "მე არ ჩავ­რე­ულ­ვარ სა­კი­თხში, თუ ვინ იქ­ნე­ბო­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რე, ეს რა ჩემი საქ­მე იყოო"...

ნო­მე­რი მე­ო­რე ტყუ­ი­ლი, რაც
ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა თქვა - ქორ­წი­ლის ეპი­ზოდ­თან, თით­ქოს ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ას გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ ზრდას­რუ­ლებს ქორ­წი­ლი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

ტყუ­ი­ლი ნო­მე­რი სამი - ეს შე­ე­ხე­ბა მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას და სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას. სა­ერ­თოდ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ის სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას აგ­რძე­ლებს?

მე­ო­თხე ტყუ­ი­ლი - ნი­კო­ლო­ზი დამ­წყე­ბი ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­ი­ზარ­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის კა­რი­ე­რა, რა­შიც დიდი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეო", - გა­ნა­ცხა­და გვა­ზა­ვამ.

მან სხვა დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა, რაც ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, დო­რო­ყაშ­ვი­ლის მხრი­დან ტყუ­ი­ლი იყო.

გვა­ზა­ვამ ბა­სი­ლაშ­ვილ­სა და დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის მი­მო­წე­რე­ბიც წა­ი­კი­თხა. რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, თუკი, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მო­ძა­ლა­დეა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მო­ძა­ლა­დის­თვის ის ეთ­ქვა, რაც მი­მო­წე­რი­დან წა­ი­კი­თხა.

ად­ვო­კა­ტის მიერ წა­კი­თხუ­ლის მი­ხედ­ვით, დო­რო­ყაშ­ვი­ლი ბა­სი­ლაშ­ვილს ეუბ­ნე­ბა: „ძა­ლი­ან ამ­ცდა­რი ვართ ჩვენ მენ­ტა­ლუ­რად. შენ თუ გინ­დო­და, რომ ჰო­ლი­ვუდ­ში გვე­ცხოვ­რა, გეთ­ქვა, ნეკ, ჩვენ ვი­ყოთ ცოლ-ქმა­რი, მე აქ ჩა­მო­ვალ ხოლ­მე, გა­ვი­ჩენ ვი­ღა­ცებს, შენც გა­ი­ჩი­ნე და ვი­ყოთ თა­ნა­მედ­რო­ვე ცოლ-ქმა­რი...შენ შე­გეძ­ლო ჩემ­თვის გეთ­ქვა, ნეკა, შენც იყა­ვი მო­დე­ლი, გა­ერ­თე მაგ­რად, მეც გა­ვერ­თო­ბი, მაგ­რამ ვი­ყოთ, რო­გორც ბრედ პიტი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი. ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია, ერ­თო­ბი­ან და მერე რიგ­დე­ბი­ან. რა­ღაც მო­მენ­ტში მეც ამის მომ­ხრე ვარ, მაგ­რამ უნდა გეთ­ქვა".

ამას­თან, ად­ვო­კატ­მა რამ­დენ­ჯერ­მე იკი­თხა, რომ სა­კი­თხა­ვი იყო, ვინ ვის­ზე ძა­ლა­დობ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.

პრო­ცეს­ზე დაც­ვი­სა და ბრალ­დე­ბის მხა­რე რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­პი­რის­პირ­და ერ­თმა­ნეთს.

წყარო: ambebi.ge

alt"ჩვენ თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ტყუ­ი­ლი ვნა­ხეთ სა­სა­მარ­თლო­ში და შე­იძ­ლე­ბა დო­რო­ყაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა იტყუ­ე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში" - "ბასილას" მეგობარი გოგონა

alt"ის შეესწრო ინციდენტს, რომელიც მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა" - სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ

altრა თქვა ჟურნალისტებთან ნიკოლოზ ბასილაშვილმა - ჩოგბურთელი მორიგ სასამართლო სხდომას ესწრება

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგ და ოჯახის მოსიყვარულე კაცს ქალი როგორ უჩივლებს.პირიქით პატივს სცემს მის სიყვარულს და მასთან აგრძელებს თანაცხოვრებას.ეს უნდა გაითვალისწინოს კარგმა მოსამართლემ.ჩემი არაფერია ის დოროყაშვილი საერთოდ არ ვიცნობ,მაგრამ გაუმარჯოს იმ ქალს ვინც მოძალადე ქმარს ამხელს.ნიკას პოპულარობა აუვარდა თავში,გაბლატავდა და დაუწყო ალბათ ქალს დაჩმორება,მაგრამ ყოჩაღ დოროყაშვილს.ვაფასებ მის გამბედაობას.
ელო
21 ოქტომბერი 2022 02:30
70
რატო გგონიათ ამ ქალებს ელჯიპიტიებივით სულ მარათლები რო ხართ ელო?
გიორგი
21 ოქტომბერი 2022 03:11
0
ნიკას დაანებეთ თავი, ვამპირებო!
მოქალაქე
20 ოქტომბერი 2022 22:02
5
ნიკა! კაი გაძლება მოგცეს ღმერთმააა. ბიჭებო! როცა გოგოებს გაიცნობთ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მათმა სილამაზემ არ დაგაბრმავოთ, მთავარი გარეგნული სილამაზე არ არის, მთავარი მისი ხასიათი და ქცევააა.
ნატა დეიდა.
20 ოქტომბერი 2022 21:07
4

სიახლეები პოპულარული