"ის შეესწრო ინციდენტს, რომელიც მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა" - სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ

AutoSharing Option
ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ ქალს და­კი­თხა­ვენ. დაც­ვის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, ის იმ ინ­ცი­დენტს შე­ეს­წრო, რო­მე­ლიც ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სახ­ლთან მა­შინ მოხ­და, როცა დო­რო­ყაშ­ვი­ლი შვი­ლის წა­მო­საყ­ვა­ნად მი­ვი­და.

ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ პირს იქ ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სოც­მუ­შა­კე­ბის­გან არ ჰქონ­და.

"თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ პრო­ცე­სებს, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ვეს­წრე­ბი. მე პი­რა­დად არ და­მი­ნა­ხავს ეს გო­გო­ნა, არც ლუ­კასს არ და­უ­ნა­ხავს. ისევ ვე­ლო­დე­ბი ტყუ­ი­ლე­ბის მო­რიგ სე­რი­ას, სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს იმის გა­აზ­რე­ბა არ აქვთ, რომ არი­ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გჭირ­დე­ბა
ფაქ­ტე­ბი და არ­გუ­მენ­ტე­ბი შენი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოა, დღეს მოწ­მე რას ისა­უბ­რებს. მეც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორ არის და­რი­გე­ბუ­ლი დაც­ვის მხა­რის მიერ და დღე­საც ვე­ლო­დე­ბი ტყუ­ი­ლე­ბის მო­რიგ სე­რი­ას. ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დე­ბო­დი მის იქ ყოფ­ნას, რად­გან ის სოც­მუ­შა­კის­გან გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო და მას იქ ყოფ­ნა იმ სახ­ლში ეკ­რძა­ლე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხუთ 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვითომ ამ გოგოს არ უნდა ნიკას ფულები?!
ლადო
02:08 16-10-2022
16
საყვარლის მოწმედ მოყვანა რამე ახალია?!
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული