2 წლიანი პროცესი დასრულდა - სასამართლომ ბასილაშვილი - დოროყაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა

AutoSharing Option
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა დაზარალებული ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.

პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული
რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ.

პროკურატურის განცხადებით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

აღნიშნული ბრალდებები 1-დან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

წყარო: IPN
მკითხველის კომენტარები / 25 /
ეს კომპლეკსებით დახუნძლული ქალისდამაგვარი დოროყაევაა გაიგეთ ვახ.
ჰეჰე
21 ოქტომბერი 2022 22:39
5
ნელი გისამძიმრებ
juve
21 ოქტომბერი 2022 22:02
2
1.თუ გამართლდა, იმას დაზარალებულს ნუღა ეძახით 2. ასე არ უნდა დატოვოს. შემხვედრი სარჩელი აუცილებლად! სხვანაირად თავსმოხვეულ ფემდომს ვერ მოვიშორებთ! ამას საფუძველი ცნობილმა და ავტორიტეტულმა ადამიანმა უნდა ჩაუყაროს
რეზო
21 ოქტომბერი 2022 20:22
0
ადრეც დავწერე ეს ამბავი. დიდი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ოჯახს რამდენიმე წლის უკან. არ იყო სახსრები სამკურნალოდ… სრულიად შემთხვევით გაგებული ამბავი მიიტანა კაცურად გულთან ნიკამ…. აღარ დავაკნკრეტებ მეტს. მე არც მანამდე მჯეროდა, რომ ასეთი ადამიანი შეიძლება მოძალადე ყოფილიყო. არ მინდა მისი დამცავის როლში გამოვოდე და არც სჭირდება ეს მას., როგორც ხედავთ. უბრალოდ - დიდი მადლობა ნიკა შენ - იმ ყველაფრისთვის, რაც ვააკეთე. შენი გადარჩენილი სიცოცხლე ჯანმრთელადაა. ჩვენი ოჯახი ამას ვერასდროს გადაგიხდის. შენს ადამიანობას და შენს კაცობას გაუმარჯოს!
გიო
22 ოქტომბერი 2022 10:39
0
ფული ჯოჯოხეთს ანათებს
ამ განსხვავებულით მანდილოსნების სადღეგრძელო უნდა დავლიოთ
21 ოქტომბერი 2022 21:19
40
უმადური და გაუმაძღარი ალქაჯის კუჭის ღრუს გარდა. ჯოჯოხეთმა ამ შემთხვევაში ფული ვერ მიიღო (დოროყაშვილის და მისი მრჩეველი არასამთავრობოების აგენტურის ბანდა) და თავიანთი მაშხალების სინათლეს დასჯერდნენ ისევ.
ჯოჯოხეთი მაშხალებმა ანათონ.
22 ოქტომბერი 2022 08:28
2
უსამართლო სასამართლო ბატონობს საქართველოში სამწუხაროდ,დასასჯელს არ სჯიან იღებენ"მაყუთს"და მდიდრდებიან.
დათიკო48
21 ოქტომბერი 2022 20:55
67
დათიკო კი არა დარიკო იქნები შენ უეჭველი
გურჯი
21 ოქტომბერი 2022 21:58
5
გურჯის
დარიკო დეიდა.
გიორგი
21 ოქტომბერი 2022 23:11
4
აი უკვე მართლა ძაან მ....ა ტვინი ამ ამბით
იბერია
22 ოქტომბერი 2022 03:15
2
ჯერ სადაა დასრულება, ახლა იქნება აპელაცია. მერე უზენაესი, მერე სტრასბურგია და აააჰ, დდდ
რრრ
22 ოქტომბერი 2022 11:34
6
Shou nika mxolod chemtan ijimave nelikos solo shesrulebit kraxit damtavrda
Გიო
21 ოქტომბერი 2022 21:51
6
!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Lebron
21 ოქტომბერი 2022 20:05
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული