"მეგობრებო, შეგიძლიათ ჩემი მაგალითი გაითვალისწინოთ, მე ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი შემიძლია" - ალექსანდრ ზვერევი

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა მე-2 ნომერმა და ამ მომენტისთვის რეიტინგის მე-12 ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევმა განმარტა, თუ რატომ განაცხადა, რომ დიაბეტი ჰქონდა.

" სხვადასხვა ექიმი და სპეციალისტი მეუბნებოდნენ, რომ დიაბეტით ვერაფერს მივაღწევდი. "პროფესიონალი ათლეტი დიაბეტით? ეს წარმოუდგენელია".

რაღაც მომენტში ვიფიქრე, მე ახლა მსოფლიოს მე-2 ნომერი ვარ ჩოგბურთში, ასევე, ოლიმპიური ჩემპიონი. ამის გამოაშკარავებით შემიძლია ვიღაცის პრობლემა მოვაგვარო. მეგობრებო, შეგიძლიათ ჩემი მაგალითი გაითვალისწინოთ, მე დიაბეტის თემაზე ხმამაღლა საუბარი შემიძლია.

ვფიქრობ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ, 25 წლის ვარ, მინდა სხვა მშობლებსა და ბავშვებს დავეხმარო, მინდა დაინახოთ,
რომ ყველაფერია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ გავასაჯაროვე ეს ამბავი" - განაცხადა გერმანელმა ჩოგბურთელმა.

ზვერევმა ზაფხულში ფონდიც ჩამოაყალიბა, რომლის მეშვეობითაც დიაბეტიან ბავშვებს დაეხმარება.

რაც შეეხება მის სპორტულ კარიერას, ალექსანდრე კორტზე 3 ივნისის შემდეგ არ გასულა. შეგახსენებთ, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში რაფაელ ნადალთან მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოედანი ყავარჯნების მეშვეობით დატოვა.


მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული