“გაუმარჯოს რუსეთს, დიდხანს სიცოცხლე რუსებს" - ჯოკოვიჩის მამა სკანდალში გაეხვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალის წინ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო დიდი სკანდალი აგორდა. 

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში რუსი ანდრეი რუბლევი მარტივად დაამარცხა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ეს წარმატება სერბმა ფანებმა მელბურნ პარკში აღნიშნეს, მათ კი ნოვაკის მამა სრდიანი შეუერთდა.

ისინი პოზირებდნენ რუსეთის დროშით, რომელზეც ვლადიმერ პუტინის სახე იყო გამოსახული. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც "როდ ლეივერ არენასთანაა" გადაღებული, კარგად ჩანს უფროსი ჯოკოვიჩის სიტყვები, სადაც ის ამბობს - “გაუმარჯოს რუსეთს, დიდხანს სიცოცხლე რუსებს.”

მოგეხსენებათ, მიმდინარე
ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელარუსის მხარდამჭერი ყველანაირი სიმბოლიკის ჩვენება აკრძალულია.

ამიტომ ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 პიროვნება "მელბურნ პარკიდან" გააძევა. 

სრდიან ჯოკოვიჩი გასული წლის ამ პერიოდში განსაკუთრებულად აქტიური გახლდათ, როდესაც მისი შვილი ავსტრალიიდან ვაქცინის გაუკეთებლობის გამო დაადეპორტეს.

მაშინ მან დაადანაშაულა ავსტრალიის სახელმწიფო მისი შვილის შთამომავლების "მკვლელობის" მცდელობაში.

გავრცელებულ ვიდეოს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკრაინის ელჩი ვასილ მიროშნიჩენკო გამოეხმაურა, რომელმაც სრდიანის საქციელს სამარცხვინო უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში აშშ-ის წარმომადგენელი ტომი პოლი იქნება. მატჩი 27 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

altყვავილები ინტერვიუს დაწყებამდე - ჯოკოვიჩმა ბარბარა შეტს საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
რატომ უნდა გაგვიკივირედს სერბების ასეთი გამოხტომები? აგერ გადაავლეთ თვალი სხვა და სხვა ვებსაიტებს და ქართული კომენტარები წაიკითხეთ. გაცილებით ბევრად უფრო სამარცხვინო კომენტარებია ჩემთვის. პროპაგანდა ძლიერი რამ არის, ჯერ მხოლოდ დასავლეთის გინებით არის დაკავებული სამთავრობო არხები და მაგის დროც მოვა აქ, იძახონ ეგეთები რასაც სერბები ყვირიან. ეს აუცილებლად იქნება თუ გამანადგურებელი დამარცხება არ იწვნია ორდამ. უფრო მეტ ოკუპანტებს შემოზიდავენ და მოვა დრო 19 საუკუნესავით ქართული ლაპარაკი სირცხვილი გახდება ინწელიგენციისათვის.

დიდება უკრაინას, დიდება საქრთველოს. სიკვდილი ოკუპანტებს.
G.LA
26 იანვარი 2023 17:31
10
ეს ყველაფერი გავიგეთ მაგრამ დიდება ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს.
G.LA-ს
27 იანვარი 2023 00:34
3
ძალიან გული მწყდება, უმეტესობა რომ არ აკეთებთ სწორ მოსაზრებებს. რაც გაააკეთა ნოვაკის მამამ, არის უნამუსო ადამიანი და ნამუს გარეცხილი. ავხსნი რატომ. ყველას გეთანხმებით რაც გააკეთა ამერიკამ სერბეთის წინააღმდეგ არის საშინელება და დასაგმობი, და სწორედ ბრაზდებიან სერბები ამერიკა ნატოზე. მაგრამ ამის გამო უნდა უჭერდნენ მხარს ტერორისტ რუსეთსსს? რა ნამუსით ამართლებთ მამამისის კომენტარს გაბრაზებულია ამერიკაზეო. ეს კი არ უნდა დაწეროთ, უნდა დაწეროთ ,რომ ამერიკა არ არის მართალი, მაგრან არც რუსეთი არ არისსს უკრაინისს წინააგმდეგ. და რა კი ნოვაკის მამა განწარებულიაა, უნდა უჭერდეს დამპალ პუტინსსსს მხარსსს,რასაც ეგ აკეთებსსსს? ნოვაკის მამამ ამერიკაც უნდა გაამტყუვნოს და ეხლა კიდე რუსეთი. არაფერი დაუშავებია არც ჩვენ საქართველოს არც უკრაინას , არ გვაცლის სიცოცხლესა რუსეთი , უნდა რომ მონები ვიყოთ , თაყვანს ვცემდეთ. ჩემამდე არ მოდისსსსს რუსეთს რატომ უჭერთ მხარს ზოგნი, 200 წელზე მეტიაააა გვაწამებენ. 90 წლებდი გაწყვიტეს აფხაზეთში ქართველობა.
Beqa
27 იანვარი 2023 01:45
3
მე დავწერე კომენტარი რატომ გიკვირთ რომ რუსეთს უჭერს მხარსთქო, მე არ მითქვამს რომ კარგია რუსეთს რომ უჭერს მხარს, წაკითხულიდან ხომ უნდა შეგვეძლოს აზრის გამოტანა?! რა არის ამაში გასაკვირი რომ რუსეთს დაუჭირა მხარი,ბევრი მიზეზი აქვს ამას,მაგრამ ეს სწორი საქციელია თუ არა ეგაა საქმე,ნუ ცხოვრობთ ორმაგი სტანდარტებით ზოგიერთები, მაშინ მოდი პირიქით დავატრიალოთ, ვიცით რუსეთი რაცაა,მემგონი ქართველისთვის არც უნდა იყოს ეს საერთოდ სადაო თემა, მაგრამ ამერიკამ რაც გაუკეთა სერბეთს, არაბულ ქვეყნებს და ზოგადად "ცივილიზებულმა" დასავლეთმა,ინგლისმა,საფრანგეთმა,პორტუგალიამ და ა.შ. აფრიკულ ქვეყნებს,თან არც ისე დიდი ხნის წინ და ეხლა თითქოს ქველმოქმედები და გაჭირვებულების დამხმარეები არიან, ეს სწორია?! ინგლისმა გადაუარა ნახევარ სამხრეთ ნახევარსფეროს,წამოიღო სიმდიდრეები თუ რამე იყო ქვემოდან და ეხლა მოდი ძმურად და სიყვარულით ვიცხოვროთო სწორია?! ნუ იცხოვრებთ ორმაგი სტანდარტით, ილიამ თქვა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნესო და ეგ რომ ვქნათ არა?! სულხან საბამაც გვითხრა ევროპა რას ფიქრობს ჩვენზე,თქვენ გგონიათ იმის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა?! თქვენ გგონიათ ლუდოვიკოს ვახტანგი ფეხზე აღარ ჰკიდია?! საქართველოზე ვიფიქროთ,დილით ავდგეთ ვიშრომოთ საღამომდე პატიოსნად თავჩახრილებმა,ერთმანეთს მოვეფეროთ, გზა დავუთმოთ,გვერდში დავუდგეთ,ჩვენ ზუსტად ამის საპირისპიროს ვაკეთებთ,მასაზე მაქვს საუბარი.დაკავებულები ვართ პოლიტიკის რჩევით, იმან ამას ის უთხრა,ამან ესე რატომ გააკეთა,თუ ვინმემ რა ქნა პოლიტიკაში ნებისმიერ დონეზე ყველამ საკუთარი კეთილდღეობისთვის გააკეთა,წერტილი. უკანასკნელი პოლიტიკოსი მოჰიკანი იყო ხოსე მუხიკა.(შეიძლება ეხლაც არის სადმე მსგავსი პოლიტიკოსი ვინც მხოლოდ საკუთარ სამშობლოზე ზრუნავს)
ეს კი წერეთელმა დაგვიბარა:
ვიყავ რუსეთში, ვნახე ვაკენი,
ქალნი უნიფხვო, კაცნი მაკენი.
ვაი ჩემო საფიქრალო,
ვაი ჩემო მასრა-მაქო?!
მე იმ კაცის დედა მოვ..ან,
ვინც პირველად რუსი აქო!
საქართველო
27 იანვარი 2023 08:16
1
სერბის რა გაგიკვირდათ, 20% ოკუპირებულია და ეთნიკურ წმენდას ვგიტარებენ 5 წელიწადში ერთხელ და ნახევარი მოსახლეობა რუსეთუმეები არიან.
მეგრელი
26 იანვარი 2023 17:10
4
აბაა, აქ კომენტარებშიც ბევრი იშიფრება:))) მართლა ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ, "ნეუჟელი" ყველა 36 მანეთად დაფრინავდა მოსკოვში?!
100%-ით
27 იანვარი 2023 00:23
3
რუსების მაქებრებს ესმაკები ასოებს გიმზადებენ ჯოჯოხეტში. ცეცზკოვან ასოებს
არა რუსეთს
26 იანვარი 2023 18:19
6
ეს იგივეა 1945 წელში ვინმეს ჰაილ გიტლერ რომ ეძახა.უკრაინელებმა უნდა დაუმახსოვრონ ჯალათის მხარდაჭერა და შემდგომში "მოეფერონ"
რამდენი ავადმყოფია
26 იანვარი 2023 17:19
7
ეტყობა ჭკუაზე ვერ არის რადგან ბავშვების მკვლელი მოწონს თუ ნოვაკი ამის საწინააღმდეგოთ არაფერს იმოქმედებს ისიც კაციჭამია პუტინისტების რიგებში ჩაეწერება რაც ცივილიზებულ მსოფლიოში მაგარი სირცხვილია.
კოკა
26 იანვარი 2023 21:49
10
სერბების მესმის ნატომ მიწასთან გაასწორა სერბეთი ბელგრადს ბომვავდა როგორც პუტინი ბომბავს დღეს ეს სიძულვილი დღემდე მოყვებათ კოსოვო დამოუკიდებლად ცნეს ამხელა ტერიტორია წაართვეს რა გიკვირთ თავის ქვეყნის მტრის მეგობრები არიან
Soso
26 იანვარი 2023 19:05
8
საქმე იმაში კი არ არის ამერიკა, ევროპა ან ნატო მთლიანად, რომ გეჯავრებოდეს, ეჯავრებათ და თვლიან რომ ამის მიზეზი აქვთ. რუსათი რატო უნდა გიყვარდეს და რატო უნდა ამართლებდე იმაზე უარესს საქციელს რუსეთისას, რაც შენ გაგიკეთეს. იმის მეათასედიც არ ქნა ნატომ სერბეთში, რასაც რუსეთი აკეთებს დღეს!!! ე.ი. სერბების ეგ ნაწილიც ეგეთივე ჩათლახები არიან და მჯერა რომ ბევრი საშინელება გააკეთეს ბალკანათში.
ზურა
26 იანვარი 2023 20:57
8
ეს შედარრბები მაგარი იცით ცოლმე,იმის მეასედი,ამის მეათედი, რა იყო წილადებზე ვარჯიშობთ?! რა მნიშვნელობა აქვს ოჯახი ნახევრად ამომიწყვიტა თუ 2,5-ით მეტი მოკლა, ნემსის და აქლემის ქურდზე მაინც გექნება გაგებული,სხვას რომ თავი დავანებოთ,სერბეთს ამერიკამ გადაუარა თავიდან ბოლომდე და რატომ გიკვირთ რომ რუსეთის მხარეს იჭერს?! ჩვენ ქართველებს რატომ გვეზიზღება პუტინი და რუსეთი აბა დაფიქრდი?! ისე კი ჯოკოვიჩზე ალალია ავსტრალიის მოგება,იმის შემდეგ რაც შარშან გაუკეთეს, ყველა რუსი ჩოგბურთელი დაუშვა ატპ-მ,არავინ არ მოკვეთეს სხვა სპორტის სახეობებისგან განსხვავებით და იმიტომ რომ ნოლე არ აიცრა, შური იძიეს,სამართალი აუცილებლად იზეიმებს,საქართველოშიც,სერბეთშიც და სპორტშიც
ზურას
26 იანვარი 2023 22:10
6
აჰა,უკრაინის ელჩმა რახან მასე თქვა, უნდა დავეთანხმოთ
Giusha3232
26 იანვარი 2023 14:50
44
ეს ჯოკოვიჩი თავიდანვე არ მევასებოდა.
მააშ
26 იანვარი 2023 20:06
20
ნახევარფინალამდე არ უთხრა რა , ინერვიულებს
zaza
26 იანვარი 2023 21:00
4
ეს ჩოგბურთელი თავიდანვე არ მომწონდა.
!!!
26 იანვარი 2023 20:16
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული