ლუკაშენკომ საბალენკას გამარჯვება არყით ნათქვამი სადღეგრძელოთი მიულოცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ არინა საბალენკას ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება მიულოცა.

გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ბიზნესმენ, ბელარუსიის ჩოგბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ სერგეი ტეტერინთან ერთად იმყოფება და არყით საბალენკას სადღეგრძელოს სვამს.

"ახლა არინას ყველაფერი აქვს. ჩვენ უნდა ვუსურვოთ მას პირადი ბედნიერება, ჯანმრთელობა და ახალი გამარჯვებები. არინა, შენთვის!", - თქვა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსმა ჩოგბურთელმა ფინალში ყაზახი ელენა რიბაკინა სამ სეტში 4:6 6:3 6:4 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული