ჩვენებურმა მატჩი კარგად დაიწყო, მეტოქის ჩაწოდება აიღო და ლიდერობდა, თუმცა პირველ პარტიაში ორჯერ, მეორეში კი ერთხელ დაბრეიკდა და ტურნირიც დაასრულა.
ნიკამ ინდიანაში შარშან გამომუშავებული 35 ქულაც დაკარგა, რითაც რეიტინგში კვლავ რეგრესი ელის.
ბასილაშვილი ამჟამად 118-ე ადგილზე იმყოფება, მომდევნო ორშაბათიდან კი ის მინიმუმ 13 საფეხურით დაიხევს უკან და 131-ე ადგილს დაიკავებს.