იტალიის ქალაქ ტრენტოში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასპინძელი ფედერიკო ბონდიოლი მარტივად, 7:5 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
ზედიზედ ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა მიჯრით 4 მატჩის მოგება მოახერხა, მსგავსი გამარჯვებების სერია კი ბოლოს ჩვენებურს 2021 წელს ინდიან უელსის 1000 ქულიან ტურნირზე ჰქონდა. მოგეხსენებათ, ნიკოლოზი მაშინ ფინალში კამერონ ნორისთან 6:3 4:6 1:6 დამარცხდა.
ბასილაშვილის მომავალი მოწინააღმდეგე ფრანგ საშა ვაიენბურგსა და ბოსნიელ მირზა ბასიჩს შორის გამარჯვებული იქნება.