ბასილაშვილი მანამას ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა, ბაკში ძირითად ბადეში შევიდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში მიმდინარე ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა.

ჩვენებური 27 წლის ნორვეგიელს, მსოფლიოს 295-ე ნომერ ვიქტორ დურასოვიჩს დაუპირისპირდა და 3:6, 6:3, 6:7 დამარცხდა.

ამავე ტურნირის ძირითად ბადეში შევიდა კიდევ ერთი ქართველი 27 წლის ალექსანდრე ბაკში. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 შეხვედრა წარმატებით დაძლია და დღეს ძირითადი ეტაპის პირველ წრეში ჰონგ კონგის წარმომადგენელ ჩაკ ლამ კოლემან ვონგს ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან ხომ ვერ დაუმუღამა რა!
მწვრთნელი
19:11 11-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული