3 მედალი ანასტასიასგან! - გოტფრიდი მსოფლიო ჩემპიონია!

AutoSharing Option
5 დეკემბერს ანაჰაიმში (აშშ) მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) ბრწყივალედ იასპარეზა. ატაცში საქართველოს ნაკრების ერთადერთმა ქალბატონმა 120 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა!

აღსანიშნავია, რომ 21 წლის გოტფრიდი საქართველოს პირველი ძალოსანი ქალია ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

აკვრაში ანასტასიამ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო (135.140.145), ხოლო ორჭიდში (265 კგ) ჩემპიონობა იზეიმა!

მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ჩილელმა მარია ვალდესმა დაიკავა 255 კგ-ით (109+146), ხოლო მესამე დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმერი სანტანა იყო 254 კგ (113+141).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე
ამ ეტაპზე 4 მედალია: შოთიკო მიშველიძის ორჭიდის ბრინჯაო, ანასტასიას 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი.

6 დეკემბერს, 05:25 საათზე ამერიკულ ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
სასწაულია! ეს გოგო, მადლობა ჩვენთვის მონიჭებული სიხარულისთვის. მუდამ გამარჯვებული ყოფილიყავი.
nika
05 დეკემბერი 2017 16:02
0
სად ვუყურო გამაგებინეთ !!!!!!!
ზურა
05 დეკემბერი 2017 17:13
0
https://www.youtube.com/watch?v=Fh0nqiBwhrg
უყურე
05 დეკემბერი 2017 17:51
0
YouTub-ზე შეგიძლია უყურო!!
ზურას
05 დეკემბერი 2017 17:40
0
მაგარი გოგო გაიხარე მადლობა!
zaza
05 დეკემბერი 2017 21:45
0
ვინ იცის, ტალახაძის გამოსვლას სად შეიზლება ვუყუროთ?
gia
06 დეკემბერი 2017 02:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული