რას ამბობდა ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე

AutoSharing Option
მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ აშშ-ში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

საინტერესო იქნება იმის გახსენება, რას ამბობდა უკვე ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი ჩემპიონატზე გამგზავრებამდე და როგორ აფასებდა თავის შანსებს.

გთავაზობ ამონარიდს იმდროინდელი ინტერვიუდან:

- ლაშა, მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე დისკვალიფიკაციის გამო ბევრი საშიში მეტოქე არ გეყოლებათ...
- ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, რადგან, რაც მეტია კონკურენტი, მოტივაციაც მეტია.

ამერიკაში გამოვლენ ირანელები, რომლებიც რიოში მარცხისთვის რევანშს შეეცდებიან; ასევე, ესტონელი, ბრაზილიელი ძალოსნები, რომლებსაც ნებისმიერი
შეჯიბრების მოგება შეუძლიათ. ამიტომ წამითაც არ ვაპირებ მოდუნებას.

ჩემი მიზანია, ყველა ის ტურნირი მოვიგო, რომლებშიც ვიასპარეზებ და შედეგები გავაუმჯობესო. ასე იქნება ამერიკაშიც, რომ ტიტული შევინარჩუნო და საამისოდაც ვემზადები. დანარჩენი კი უფლის ნებაა.

ფოტო: Georgian Weightlifting Federation K.O-ს "ფეისბუქგვერდი"

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 4 /
როცა ეს საქართველოს სიამაყე და უსაყვარლესი კაცი საქართველოს სადიდებლად ემზადებოდა მაშინ ზუსტად იმ დროს ქართველების ერთი ნაწილი კი ერთმანეთის დასახოცად ემზადებოდა და მივმართავ იმათ მშობლებს აკაკის სიტყვებით" ცემა გმართებს გამზრდელისა ყმა რომ ნახო ცუდად ზრდილი" და ჩემი ნება რომ იყოს არა მარტო ლაშას ეკუთვნის დიდი ჯილდო არამედ მის გამზრდელ მშობლებსაც
ემიგრანტი
09:55 07-12-2017
0
შენ გაიხარე
თემო
16:59 06-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული