"სამწუხაროდ, იგივე ფაქტი დაფიქსირდა, რაც ოლიმპიური თამაშების დროს. ამიტომ ოლიმპიადის შემდეგ ბევრს ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი, რომ მომავალში მსაჯებისთვის და ყველასთვის საეჭვო არაფერი ყოფილიყო.
მეც და ყველას და ასევე იმათ, ვინც კულისებს მიღმა იყო, ჩემი მისვლის სისწორეში ეჭვი არ შეგვპარვია. ტალახაძემაც და საიდ ალი ჰოსეინიმაც კი მითხრეს, რომ სწორი მისვლა მქონდა. არ ვიცი, ვინ არის ჩემი მტერი. ზიანს არავის ვაყენებ.
ირანის ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ განაცხადა, რომ ფაქტი, რომელიც აშშ-ში ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაფიქსირდა, პოლიტიკური იყო და არა სპორტული.
არ მინდა ახლა გადაწყვეტილების მიღება. ამ პირობებში ტურნირში მონაწილეობას ვერ მივიღებ. შესაძლოა, სპორტს საერთოდ დავანებო თავი", - ციტირებს ბეჰდადის სიტყვებს titreshahr.com.