ბეჰდად სალიმი: ლაშა ტალახაძემაც კი მითხრა ეს...

AutoSharing Option
ირანელმა ძალოსანმა ბეჰდად სალიმ კორდასიაბიმ მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მსაჯების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის სისწორეში ლაშა ტალახაძეს ეჭვი არ შეუტანია.

"სამწუხაროდ, იგივე ფაქტი დაფიქსირდა, რაც ოლიმპიური თამაშების დროს. ამიტომ ოლიმპიადის შემდეგ ბევრს ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი, რომ მომავალში მსაჯებისთვის და ყველასთვის საეჭვო არაფერი ყოფილიყო.

მეც და ყველას და ასევე იმათ, ვინც კულისებს მიღმა იყო, ჩემი მისვლის სისწორეში ეჭვი არ შეგვპარვია. ტალახაძემაც და საიდ ალი ჰოსეინიმაც კი მითხრეს, რომ სწორი მისვლა მქონდა. არ ვიცი, ვინ არის ჩემი მტერი. ზიანს არავის ვაყენებ.

242 კილოგრამის აწევის დროს ხარვეზი მქონდა, მაგრამ იმავე ხარვეზის გაკეთება 252 კილოგრამზე შეუძლებელი იყო.

ირანის ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ განაცხადა, რომ ფაქტი, რომელიც აშშ-ში ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაფიქსირდა, პოლიტიკური იყო და არა სპორტული.

არ მინდა ახლა გადაწყვეტილების მიღება. ამ პირობებში ტურნირში მონაწილეობას ვერ მივიღებ. შესაძლოა, სპორტს საერთოდ დავანებო თავი", - ციტირებს ბეჰდადის სიტყვებს titreshahr.com.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძმობილო კომენტატორებო, რამ დაგაბრმავად. თუ მეორე ადგილი იყო ამის მაქსიმუმი იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გადაყლაპოს უსამართლობა. გაბრაზებულია, თუ გულნაწყენი მართალია ეს ადამიანი. მოწინააღმდეგის პატივისცემა არ უნდა შეგვეშალოს. უსამართლობა არის ჩვენი ყველას მტერი.
ანდრი
17:59 07-12-2017
5
დაანებე თავი სჯობია, კაი ხანი ოქროს კბილს ვერ დაადგამ და ასე წამებულის მანტია მაინც შეგრჩება?!
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული