გოდერძი ბერდელიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
გოდერძი ბერდელიძემ ევროპის ჩემპიონატი ატაცში ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ქართველმა ძალოსანმა (56 კგ.) ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 112 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აკვრაში და ორჭიდში ქართველი ძალოსანი საპრიზო ადგილის მიღმა დარჩა.

ბერდელიძემ აკვრაში 134 კილოგრამი დაძლია, რაც მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. ასევე მეოთხე ადგილზე გავიდა ორჭიდში, სადაც მისმა მონაგარმა 246 კგ. შეადგინა. ბერდელიძეს ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლამდე მხოლოდ ერთი კილოგრამი დააკლდა.

56 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ესპანელმა სპორტსმენმა იზეიმა, რომელმაც ატაცში 116, აკვრაში
138, ხოლო ორჭიდის ჯამში 254 კილოგრამი დააგროვა. მეორე ადგილზე იტალიელი გავიდა. მან ატაცში 115, აკვრაში 138, ხოლო ორჭიდის ჯამში 253 კგ. მოაგროვა. მესამე ადგილზე მასპინძელი გავიდა. რუმინელმა ატაცში 110, აკვრაში 137, ხოლო ორჭიდში 247 კგ. დაძლია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აფსუს, რა ახლოს იყო მედალი! არადა ჩემი აზრით მწვრთნელები შეცდნენ მეორე მოძრაობაში შეკვეთის დროს
Vaso
10:37 27-03-2018
0
ეს მგონი ბერდელიძის პირველი სტარტი იყო ამ წონაში,როგორც მახსოვს,უფრო მაღალ წონაში გამოდიოდა.მეორე მოძრაობის მესამე ცდაზე,რაც მას დაემართა,ეს რამდენადაც ვიცი,დიდ წონის დაკლების შემდეგ ემართებათ ხოლმე სპორტსმენებს,თორემ გოდერძის ამაზე მეტიც აუწევია და ეს წონა დაუძლეველი არ უნდა ყოფილიყო მისთვის.აი ატაცში პირველი ცდის გაფუჭება კი, უფრო ნერვიულობის შედეგი მგონია.არა უშავს,პირველ ცდაზე მცირე ბრინჯაოს მედალი და საერთო მეოთხე ადგილი ცუდი ნამდვილად არ არის და მომავლის იმედს გვიძლიერებს.ოლიმპიადისათვის ის გაცილებით ძლიერი იქნება,თუ რა თქმა უნდა წონის შენარჩუნება არ გაუჭირდა.დღეს კი იმ მცირე ბრინჯაოსაც ვულოცავ გოდერძის,ეგ ერთი ბრინჯაო და სხვა ათასი ოქრო ვერცხლი მომავალში.
სოსო
11:23 27-03-2018
0

სიახლეები პოპულარული