შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია! 2 დღეში მოპოვებული ჩემპიონის ტიტული და 4 მედალი!

AutoSharing Option
ქართველმა ძალოსანმა ატაცში (129, 134) ვერცხლის მედალი მოიპოვა და ოქროს მედლამდე მხოლოდ 1 კილოგრამი დააკლდა.
აკვრაში კი მიშველიძემ 152, 158, 165 კგ. გაუმკლავდა და ოქროს მედალი მოიპოვა! ორჭიდის ჯამში კი 299 კგ. დაძლია და ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა!

დღესვე რუმინულ ფიცარნაგზე რამინ შამილიშვილიც გამოდიოდა. ქართველმა ძალოსანმა სამივე დისციპლინაში მე-5 ადგილები დაიკავა. ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (120, 125, 128) აკვრაში (145, 150), ხოლო ორჭიდში კი შამილიშვილი 278 კილოგრამს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გოდერძი ბერდელიძემ (56 კგ.) ატაცში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ ასანიძე და ყოჩაღ მთელი გუნდი. მაგარი წარმატებები გვაქვს ძალოსნობაში. ვულოცავ ბიჭებს!
შოთა
28 მარტი 2018 09:19
0
კახი არ დაგვავიწყდეს, კახიაშვილი, აი რა შეუძლია პროფესიონალიზმს, პატრიოტიზმს, საქმის სიყვარულს. ბრავო ძალოსნობის ფედერაციას, მწვრთნელთა შტაბს, სპორტსმენებს პირველ რიგში. მადლობა ყველას, მჯერა წინ უამრავი გამარჯვება გველოდება.
ბმბ
28 მარტი 2018 12:35
0
გილოცავთ.ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ბულგარელი.
სოსო
28 მარტი 2018 12:29
0
მაგრა მოუგო ბოლოში ისეთი წონა შეუკვეთა აწევას ვინჩივა მუხლამდე ვერ აიღო ძალიან მაგარია მეორე დისციპლინაში.წარმატებები ჩვენ ნაკრებს კახიმ დააჯილდოვა ეტყობა რო დიდი პატივისცემა და გავლენა აქვს ევროპის ძალოსნობის ფედერაციაში.
zaza
28 მარტი 2018 13:46
0
აი რას ნიშნავს დაუღალავი შრომა და მწვრთნელის მაღალი კვალიფიკაცია.გილოცავთ!
888
28 მარტი 2018 09:58
0
გილოცავთ!!! მადლობა ასანიძეს!!! უდიდესი სპორტსმენი და დიდებული მწვრთნელი!!! ვულოცავ შოთა მიშველაძეს და დიდი იმედით ახალ წარმატებებს ველი!!!
tngh
28 მარტი 2018 09:56
0
არადა შარშანდელი შედეგი რომ გაემეორებინა, 3 ოქრო უნდა აეღო. 134 + 265 = 299. წელს კი ჯამში 281 კილო აჩვენა, 18 კილოთი ნაკლები?!...ახალი მოშუშებული კი ჰქონდა ტრამვები, მაგრამ მაინც ოპტიმალურ ფორმაში იყო.მეტი შეეძლო.......
ლაშა L.S.R.
08 აპრილი 2019 13:07
0
ბიჭების წარმატებებს არ ვაკნინებ, მარა ისიც ფაქტია, რომ ძაან ბევრი(თანაც ფავორიტი ქვეყნები) ქვეყანა დოპინგ სკანდალის გამო არ მონაწილეობს ევროპაზე.
Kkk
28 მარტი 2018 21:34
4
არ გამოეყენებინათ დოპინგი და იქნებოდნენ. ეს ერთი და მეორე უდოპინგო რუსები რა ხვითოებიც არიან აგერ ზამთრის ოლემპიადაზეც ვნახეთ. დააფასეთ ბიჭები და შეირგეთ წარმატება თუ შეგიძლიათ. და თუ ბოღმის გამო არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, მაშინ მოკეტეთ
ლევანი
29 მარტი 2018 10:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული