ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაოჯახდა - ვინ არის მისი რჩეული

AutoSharing Option
ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაოჯახდა. მისი რჩეული ანა დემურიაა.ნიშნობის ფოტოები სოციალურ ქსელში წყვილმა თავად გაავრცელა. როგორც ირკვევა, ნიშნობის ცერემონია მცხეთაში გაიმართა.

ლაშამ და ანამ ერთმანეთი დაახლოებით ორი წლის წინ ბათუმში გაიცნეს. როგორც ტალახაძე ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ანა სწორედ იმ პერიოდში შეუყვარდა, როდესაც ყველამ გაიცნო.

"გოგო პირველ რიგში გარეგნულად უნდა მომეწონოს, მისი ხასიათით მერე ვინტერესდები. ტიპური ქართველი მამაკაცი ვარ, ტრადიციების მოყვარული და დამცველი. ურთიერთობაში მთავარი გაგებაა. როცა ვიცი, შეყვარებული ჩემს სურვილებს ითვალისწინებს, ძალიან მიხარია. ეს გოგო სწორედ ამის გამო
შემიყვარდა. რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ამას გაგებით ეკიდება. ის იმ პერიოდში შემიყვარდა, როცა ყველამ გამიცნო, ყველა ჩემს სახელსა და გვარს გაიძახოდა, ის კი ადვილად მოსახიბლი არ აღმოჩნდა," - ამბობს ლაშა ინტერვიუში.

palitravideo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით სრულიად საქართველოს, და არა მარტო საქართველოს , მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კაცს, და ასევე უდიდეს სპორტსმენს, არა მარტო მისი სპორტის სახეობის გათვალისწინებით, ვულოცავ ესოდენ მნიშვნელოვან ნაბიჯის გადადგმას, და უსურვებ კიდევ ბევრ წარმატებას და ყველა სპორტის ქომაგის გახარებას...
გივი
00:58 25-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული