ძალოსანმა ზაზა ლომთაძემ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე 3 მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
მილანში 17-წლამდელთა ევროპირველობაზე 94 წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზაზა ლომთაძემ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა (131, 136, 138) წარმატებით გამოიყენა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. მან აკვრაშიც (158, 164, 173) შესანიშნავად იასპარეზა და ვერცხლის მედალს დაეპატრონა, ორჭიდის ჯამში დაგროვებული 311 კილოგრამით კი 17-წლამდელთა ევროპირველობის კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე შედგა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 6 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

altკიდევ 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მილანიდან - ქართველი ძალოსნების მორიგი წარმატება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული