ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა (131, 136, 138) წარმატებით გამოიყენა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. მან აკვრაშიც (158, 164, 173) შესანიშნავად იასპარეზა და ვერცხლის მედალს დაეპატრონა, ორჭიდის ჯამში დაგროვებული 311 კილოგრამით კი 17-წლამდელთა ევროპირველობის კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე შედგა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 6 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კიდევ 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მილანიდან - ქართველი ძალოსნების მორიგი წარმატება