ზაზა ლომთაძე ევროპის ჩემპიონია, გიორგი კირვალიძე ბრინჯაოსპრიზიორი

AutoSharing Option
ალბანეთში მიმდინარე ევროპის U20 და U23 ჩემპიონატზე ძალოსნობაში ქართველმა სპორტსმენებმა მორიგი მედლები მოიპოვეს - ზაზა ლომთაძე ჩემპიონი გახდა, ხოლო გიორგი კირვალიძემ ბრინჯაოს მედალი მოიგო. 

ევროპის U20 ჩემპიონატის 109 კგ წონით კატეგორიაში გიორგი კირვალიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ატაცში გიორგიმ 157 კგ დააფიქსირა, აკვრაში 194 კგ და ორჭიდის ჯამში მე-3 ადგილზე გავიდა. 

ევროპის U23 ჩემპიონატის 109 კგ წონით კატეგორიაში კი ზაზა ლომთაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ზაზამ ატაცში 164 კგ, აკვრაში 205 კგ დააფიქსირა და ორჭიდში პირველობა არავის დაუთმო. აკაკი ტალახაძე (155+199) მეხუთე
პოზიციაზე გავიდა. 

დღეს, ხვალ ოქტომბერს, ფიცარნაგზე მიხეილ ადამია, თორნიკე ტაბატაძე და ოთარ ზაბახიძე გამოვლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული