22 სექტემბერს ლაშა ტალახაძემ ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მან აკვრაში 264 კგ დაიმორჩილა. აქამდე რეკორდის მფლობელი ჰოსეინ რეზაზადე იყო.
ამავდრულად ქართველმა ორჭიდის ჯამში კი 478 სარეკორდო წონა მოაგროვა.
დღეს საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობა 105 და +105 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა და საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
105 კგ.
105 კგ.
I ირაკლი ჩხეიძე ზუგდიდი ( ოლიმპ ცენტრი)- ატაცი 162.167. აკვრა 198.205.211 ორჭიდი 378
II დავით ხეცურიანი (ქუთაისი) - ატაცი 167. 172. აკვრა 198. 205 ორჭიდი 377
III აკაკი ტალახაძე (საჩხერე) - ატაცი 133. 138. 142. აკვრა 168. 173. 177. ორჭიდი 319
+105
I ლაშა ტალახაძე (საჩხერე) - ატაცი 205. 214. აკვრა 240. 255. 264. ორჭიდი 478
II გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) - ატაცი 177. 182. აკვრა 217. 223. 228. ორჭიდი 410
III ბაქარ თურმანიძე (აჭარა) - ატაცი 175. 181. 184 აკვრა 212 ორჭიდი 396.
შენ გენაცვალე ლაშა, მუდამ გამარჯვებული ყოფილიყავი საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!!