ნიკა გვარამია: ლაშა ტალახაძე ჩემთვის არარაობაა, აღარ ვუგულშემატკივრებ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენარალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქართველი ძალოსანი, მსოფლიოს რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა.

"ლაშა ტალახაძე ამ კლიპის მერე ჩემთვის დასრულებულია. მამაჩემიც რომ ყოფილიყო, ისიც დასრულდებოდა. აღარც მისი რეკორდები მაინტერესებს, აღარც მისი სპორტში წარმატებები, აღარც წარმატებას ვუსურვებ, აღარ არსებობს ის ჩემთვის.

პირადად ჩემთვის, ნიკა გვარამიასთვის ნულოვანია. რატომ უნდა ვუგულშემტკივრო და ვინ არის საერთოდ - არარაობა. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მის ადგილზე სხვა, უფრო ნიჭიერი სპორტსმენი გაიზრდება და
იგი აღარ წარმოადგენს საქართველოს", - განაცხადა გვარამიამ გადაცემაში "კვირის აქცენტები".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 102 /
გვარამია თვითონ არის არარაობა. და ნაგავი. ადამიანს ვისაც უნდა იმას მისცემს ხმას, რადგან ეს მისი არჩევანია და თაქვისუფლება. არც მე მახატია გულზე სალომე და რაც მთავარია რომელი ერთია ამ კანდიდატებიდან უკეთესი? ყველა ერთი ნაგავია და არც ერთს საქართველს კეთილდღეობა და გაერთიანება არ აინტერესებს. ყველა კანდიდატი და პარტია მომხვეჭელობაზე გადასული და არჩევნებში გამარჯვების მერე ხარკის აკრეფვაზე.
niko
03:57 23-10-2018
34
ლაშა საუკეთესო სპორტსმენი და პიროვვნებაა. გვარამია რაცაა ყველამ ვიცით...
მირო
18:07 23-10-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული