ნიკა გვარამია: ლაშა ტალახაძე ჩემთვის არარაობაა, აღარ ვუგულშემატკივრებ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენარალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქართველი ძალოსანი, მსოფლიოს რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა.

"ლაშა ტალახაძე ამ კლიპის მერე ჩემთვის დასრულებულია. მამაჩემიც რომ ყოფილიყო, ისიც დასრულდებოდა. აღარც მისი რეკორდები მაინტერესებს, აღარც მისი სპორტში წარმატებები, აღარც წარმატებას ვუსურვებ, აღარ არსებობს ის ჩემთვის.

პირადად ჩემთვის, ნიკა გვარამიასთვის ნულოვანია. რატომ უნდა ვუგულშემტკივრო და ვინ არის საერთოდ - არარაობა. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მის ადგილზე სხვა, უფრო ნიჭიერი სპორტსმენი გაიზრდება და
იგი აღარ წარმოადგენს საქართველოს", - განაცხადა გვარამიამ გადაცემაში "კვირის აქცენტები".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 102 /
გვარამიას გამზრდელი და აღმზრდელი ცოცხალია ???
ქართველი
17:04 03-11-2018
3
ბატონო ზურა,რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება,მაგრამ სახელოვანი სპორტსმენის ლაშა ტალახაძის მიერ საქვეყნოდ და ღიად პრეზიდენტობის კანდიტატის მხარდაჭერა პოლიტიკური რეკლამაა.ასეთ ბინძურ საქმეში არ უნდა გარეულიყო ეროვნული გმირი!!!
გიოშა
14:07 29-10-2018
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული