ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონი გახდა!

AutoSharing Option
პოლონეთის ქალაქ ზამოსცში 20- და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ (85 კგ) პირველობა არავის დაუთმო!

ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა (158, 163,165) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა, აკვრაში დაძლეული (186, 192, 196) კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა პირველადგილოსანმაც იგივე წონა დაძლია, მაგრამ წესების თანახმად პირველობა იმ ძალოსანს ენიჭება, რომელმაც წონა პირველმა აწია. ორჭიდის ჯამში კი (361 კგ.) დავითაძემ გამარჯვება არავის დაუთმო.

მეორე ქართველმა ძალოსანმა ნოდარ კაკაბაძემ კი ატაცში 145 კგ დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა, აკვრაში კაკაბაძემ 175,
182 კილოგრამს გაართვა თავი და მე-6 საფეხურზე დადგა, ხოლო ორჭიდში 327 კილოგრამით მე-7 ადგილზეა.

გუშინ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი გოგა ჩხეიძემ (69 კგ.) მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შეადარეთ პარლამენტარი ასანიძე და მწვრთნელი ასანიძე.ბინძურო პოლიტიკოსებო, დაანებეთ თავი სპორტსმენების გამოყენებას.
ლამარა ბებო
12:19 25-10-2018
2
ძალოსნობაში ნამეტანი წარმატებულებივართ როგორც ჩანს
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული