25 ოქტომბერს ძალოსნობაში პოლონეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპირველობაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა ანტონ პლესნოიმ (94 კგ) ატაცში სამივე ცდა (165, 169, 172) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა, პლესნოიმ აკვრაში 195 კგ. დასძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდის ჯამში კი 368 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ტურნირზე ოქროს მედლები გოგა ჩხეიძემ (69 კგ) და რევაზ დავითაძემ (85 კგ) მოიპოვეს.
ტურნირზე აგრეთვე მონაწილეობას ირაკლი ჩხეიძე (105 კგ), ანასტასია გოტფრიდი (90 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), გიორგი ჩხეიძე (+105 კგ) და ბაქარ თურმანიძე
(+105 კგ) მიიღებენ.
პ.ს. ამ ფოტოზე უკრაინელია საქართველოს დროშას რომ აფრიალებს? საღოლ თუ ესეა, გამიხარდა :)
სტრიმი არსად არის?იქნებ ვინმემ იცოდეს.