ლაშა ტალახაძე: ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია

AutoSharing Option
ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელიც ახლახან მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს შვიდი რეკორდი დაამყარა, თავის ფეისბუქ-გცერდზე შემდეგი დაწერა.

"ჩემო ძვირფასო და ერთგულო გულშემატკივარო, მადლობა თანადგომისთვის, ჩემი წარმატებისა და სიხარულის გაზიარებისთვის.

თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა მე მაძლიერებს და ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას ჩემი საქართველოს წინაშე. სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე ჩემ თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებები.

სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელია და ეს პრინციპებია, რითაც მე ვცხოვრობ. შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია.

მე ყოველთვის
ვიდგები სიკეთის და სიყვარულის მხარეს. თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის.
ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა
Zaza
12:12 15-11-2018
0
დიდი ვაჟკაცი! გაიხაროს შენმა გამზრდელმა! გამარჯვებები მრავალჟამიერ!
emigranti
00:02 15-11-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული