სკანდალი ძალოსნობაში - საერთაშორისო ფედერაციამ 5 რუსი სპორტსმენის საქმეზე გამოძიება დაიწყო

AutoSharing Option
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) 5 რუსი სპორტსმენის საქმეზე გამოძიება დაიწყო და დოპინგის გამოყენებაში ეჭვმიტანილ ძალოსნებს გამოძიების დასრულებამდე შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.

აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ეჭვმიტანილები არიან 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი რუსლან ალბეგოვი, 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ტიმა ტურიევა, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები - დავით ბეჟანიანი და ოლეგ ჩენი, ასევე, ევროპის 2019 წლის პრიზიორი იგორ კლიმონოვი.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვის ცენტრალური ლაბორატორიიდან გაგზავნილი პასუხების საფუძველზე მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვადაში დასრულდება გამოძიება და რა იქნება ძალოსნობის ფედერაციის საბოლოო
სასჯელი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული