25 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმ 3 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო და სამივე დისციპლინაში ჩემპიონობა იზეიმა!
ძალოსანმა რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 168/173 დასძლია და კონტინენტის პირველობის ჩემპიონობა მოიპოვა!
პლესნოი აკვრაშიც ბრწყინვალე იყო - 200/208/215 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ასევე ოქროს მედლით დაასრულა ორჭიდიც, სადაც თავი 388 კილოგრამს მოუყარა.
აღსანიშნავია, რომ პლესნოიმ სამივე დისციპლინაში ევროპის რეკორდი დაამყარა.