ლაშა ტალახაძემ რომში 3 ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კიდევ 3 ოქროს მედალი რომიდან

როგორც მოსალოდნელი იყო, ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს თასზე მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა.

იტალიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი - 2 ბრინჯაო.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჰმ! გაუჭირდებოდა.ვულოცავ ჩვენს ბიჭებს მშვენიერ გამოსვლას.
სოსო
23:50 31-01-2020
0
ლაშა, რომ ჩვენი სიამაყეა ფაქტია, მარა ასე სადაც კატა კუდს გააქანებს ძალოსნობაში ყველგან, რომ მონაწილეობს ცოტა ხომ არ აუფასურებს მის გამარჯვებებს? მთლად რინერივით ოლიმპიადის გარდა ყველაფერს ცხვირი აუბზუოს მეთქი არ ვიძახი, მარა მთლად ასე რა ტურნირებიც ჩატარდება ძალოსნობაში ყველაფერში იმონაწილეოს არ მგონია სწორი იყოს.
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული