არსად წასვლას არ ვაპირებ - ლაშა ტალახაძე კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
რადიო "უცნობის" გადაცემა "უცნობ კიდობანში" ძალოსან ლაშა ტალახაძის ინტერვიუმ, რომლის ამონარიდიც შემოგთავაზეთ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავის "ფეისბუქის" გვერდზე თავად ტალახაძემ გაკეთა.

"ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა როგორც ვხვდები, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ განმვარტავ, რომ არც ერთი ქვეყნით სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ. როგორც იცით, არაერთხელ მქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა როგორც ხედავთ, არსად წავსულვარ და ასე იქნება მომავალშიც. არასოდეს არც კი დავინტერესებულვარ რა თანხებზე იყო საუბარი და რას მთავაზობდნენ. ჩემთვის მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები
და მხოლოდ ჩემი ჰიმნის აჟღერება.

რაც შეეხება კომენტარს, მე ვთქვი, რომ შესაძლოა, ოდესმე სადმე წავიდე, ოღონდ ეს სპორტულ კარიერას არ ეხება. ამ ეტაპზე მხოლოდ ის მადარდებს, თუ როდის შევძლებთ სრულოფასოვანი ვარჯიშის დაწყებას, რათა მომავალ ჩემპიონატებზე ჩვენი ჰიმნი კიდევ ერთხელ ავაჟღერო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ძალოსნობა საქართველოში ბევრად განვითარდა, გვაქვს სავარჯიშოდ კარგი პირობები, სრულფასოვანი შეკრებები და ჩემი შრომა და რეკორდები სახელმწიფოს მხრიდან მიფასდება. თუ კარგად მოუსმენთ ჩემ საუბარს, მიხვდებით, რომ სხვას არაფერს ვამბობ. მადლობა პირიქით ყველა იმ ადამიანს, ვინც სპორტის განვითარებისთვის ზრუნავს, შედეგზეცაა ასახული ეს ყველაფერი და ზუსტად ამას ვსაუბრობ ჩემს ინტერვიუშიც".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ზოგადად ვფიქრობ, რომ თუ შენი ქვეყანა ამაყობს შენი მიღწევებით და წარმატებებით, შენც გაქვს ძალიან დიდი საამაყო, რომ უფლამა გარგუნა ბედნიერება ამ ქვეყნის შვილად გაეჩინე. რა თქმა უნდა ფინანსური შემოსავალი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებისმიერ სპორტმენს ერთნაირად ვერ ექნება და ლოგიკურიცაა, მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ამ კუთხით ვერ დავუდგებით. ლაშა, მაგარი კაცი ხარ!!!
ქართველი
12:03 13-06-2020
0
ეჰ ჩემო ლაშა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს წინა ინტერვიუ სხვამ მისცა.:)
Dato
08:04 13-06-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული