"როდესაც ჩვენ უკან ქართველი ხალხია, სხვა მობილიზებით გამოვდივართ" - ლაშა ტალახაძე დამოუკიდებლობის დღეს

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი რეკორდის ავტორი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტის" სტუმარი იყო:

"დიდი პატივისცემა გმირებს, ვისი წყალობითაც ჩვენს მიწა-წყალზე ვდგავართ, თავისუფლები და დამოუკიდებლები ვართ. დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა თავისუფლების შენარჩუნებისთვის...

როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით გამოდიხარ, ემოცია მოზღვავებულია. თითოეულ სპორტსმენს გაუჭირდება იმის გადმოცემა, რას ვგრძნობთ.

​2016 წელს, ჩემპიონობა რომ მოვიპოვე, იმ მომენტში ვერ გავაცნობიერე, რას მივაღწიე. ოლიმპიური ჩემპიონობა ხომ სპორტსმენებისთვის ყველაზე დიდი ტიტულია...

როდესაც საქმე ეხება საქართველოს დროშას, როდესაც ვიცით, რომ
ჩვენ უკან ქართველი ხალხია, სხვა მობილიზებით გავდივართ. ეს გვაძლიერებს, დამატებით ენერგიას გვაძლევს ვარჯიშისთვისაც და შეჯიბრებებისთვისაც".

წყარო: პირველი არხი
მკითხველის კომენტარები / 2 /
500 ახლოსაა))
jordan kobe lebron
14:10 27-05-2021
0
გახსოვდეს ყოველთვის შენ ქართველი ხალხის გულში ხარ და სამუფამოდ დაიმკვიდრე სახელი შენ იმ დიდი ქართველების გვერდში დგეხარ ვისი სახელებიც ოქროს ასოებითაა შეტანილი ქვეყნის ისტორიაში გული არაფერზე დაგწყდეს ბედნიერი კაცი ხარ რრის დაამაყო შვილი გფარავდეს უფალი.
კახა
19:56 26-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული