კიდევ ერთი მედალი - ამჯერად ძალოსნობაში

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ პლესნოი წარსდგა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეჯიბრი ატაცში დაიწყო, 1-ელ ცდაზე ჩვენებურმა 173 კილოგრამი ასწია, 177 კილოგრამი მეორე ცდაზე ვერ დავძლიეთ, თუმცა მესამე ცდაზე ანტონმა წონა მარტივად დააფიქსირა და ლიდერთა შორის, მესამე ადგილზე, ჩაეწერა.

ატაცში ლიდერი კანადელი სპორტსმენი, ბოედი სანტავი იყო, რომელმაც, თავის მხრივ, 178 კილოგრამის დაფიქსირება შეძლო, 177 კილოგრამი კი პლესნოისთან ერთად კიდევ 2-მა სპორტსმენმა ასწია.

რაც შეეხება აკვრას, 1-ელ ჯერზე ანტონ
პლესნოიმ 207 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 210-იანი კილოგრამი ვერ დაძლია, რის შემდეგაც პოდიუმიდან კოჭლობით გავიდა, მიუხედავად ტრავმის დიდი ალბათობისა ის მალევე დაბრუნდა და 210 კილოგრამიანი წოდა დააფიქსირა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი გაინაღდა. საბოლოოდ, საერთო ჩათვლაში ქართველმა 387 კილოგრამი ასწია, რითაც მე-3 ადგილი დაიკავა.

ოქროს მედალს კატარელი ელ-ბახი დაეუფლა, რომელმაც 402 კილოგრამი დააფიქსირა და ახალი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მეორე ადგილზე კი ვენესუელის წარმომადგენელი, კეიდომარ ვალენილა გავიდა, რომელმაც საერთო ჯამში 387 კილოგრამი ასწია.







მკითხველის კომენტარები / 39 /
პლესნოი ბოლნისის მერად
ირაკლი
31 ივლისი 2021 23:52
4
... უკვე მესამე კომენტარს ვწერ, რადგან ამ კაცის გმირობით აღფრთოვანებული ვარ!!! ვერ უყურებდი მესმე ცდას, გული მწყდებოდა, რომ ტრავმის გმო შეიძლება დაეკარგა ოლიმპიადის მედალი!!! მაგრამ შეუძლებელი შეძლო და მთელი ერი გაგვახარა!!! ჩვენი სპორტმენებისთვის , განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის ეს უნდა იყოს , როგორც სახელმძღვანელო, უდიდესი თავდადების მაგალითი!!! ანტონ შენ ხარ მაგარი ადმიანი, ქრისტიანი და დღეს უფლმა იესომ დაგიფარა და შეგეწია!!! მადლობა ძმაო!!!
დათო
31 ივლისი 2021 21:45
1
ანტონმა ისეთივე გმორობა ჩაიდინა რაც ლაშა ბექაურმა, მებრძოლი ხასიათი აჩვენა და ტრამვის მოიხედავად მედალი მოუპოვა ქვეყანას. ყველაფერი წინ აქვს ანტონ პლესნოის საკუთარი თავის და საქართველოს სასახელოდ!
გიორგი
31 ივლისი 2021 21:23
1
ლომი ბიჭია! 5 დღის წინ მიუღია ტრამვა და ფაქტიურად ცალი ფეხით მოიგო საქართველოსთვის მედალი. მადლობა ანტონ !
იო
31 ივლისი 2021 21:04
0
ასანიძის ინტერვიუს უსმინე? ატაცში მეორე ცდისას მიიღო ტრამვაო, 5 დღე არა ისა.
tas
31 ივლისი 2021 22:09
0
ვულოცავ ანტონს და მთელ საქართველოს ამ ბრინჯაოს მედალს (მედალი რომელიც პირადად ჩემთვის ოქროს ტოლფასია) ტრამვირებული კაცი გამოვიდა და 210 კილოიანი შტანგა აწია რომლის აწევითაც ჯერ არავინ არ ვიცით რამხელა ტრამვა შეიძლება მიიღოს( იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად ექნება ანტონს) სპორტსმენების მინიმუმ 90% ამ დროს საერთოდ არ გამოვიდოდა შეჯიბრის გასაგრძელებლად და ვერც ვერავინ ვერაფერს მოთხოვდა და ეტყოდა, მაგრამ ანტონი გამოვიდა ტატამზე თუ რაც ქვია და ბრინჯაო მოუტანა ჩვენ ქვეყანას, აი ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის გმირობა და ესაა მაგალითი თითოეული ადამიანისთვის რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება ბოლომდე იბრძოლო დადო შედეგი და სიხარული, ბედნიერება, სიამაყე და სახელი მოუტანო შენ თავს და მთელ ქვეყანას. წარმატებები ჩვენ თითოეულ სპორტსმენს
maroko
31 ივლისი 2021 20:36
1
ფიცარნაგი ქვია.
ირაკლი
31 ივლისი 2021 23:19
0
ამ ბიჭს რა თქმა უნდა მადლობა ეკუთვნის, მარა მე მგონი ტრამვა მისმავე შეცდომამ გამოიწვია, აი პირველი ატაცის დროს 173-ზე წონით ხელში, რომ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოუწია მაგან გამოიწვია მისი ტრამვა.
fff
31 ივლისი 2021 19:54
24
სად ნახე უპატივცემულობა? უბრალოდ ჩემი აზრი ვთქვი.
გიორგის
31 ივლისი 2021 23:08
0
სად ხედავ უპატივცემულობას?
jjj
31 ივლისი 2021 22:14
0
ყველა გამოხმაურება
რანაირი ხალხი ვართ? მილოცვის მაგიერ კრიტიკა. ცალი ფეხით აწია ადამიანმა იმდენი რამდენიც მედლისთვის ყოფნიდა. ამ წონაში ჩემპიონობის შანსი არ გვქონდა. მასეთი ტკივილით რაც მაგას ქონდა ნაბიჯს ვერ გადავდგამდით ის კი არ შეუშინდა გამიზეზებას და გავიდა!!! შედეგიც დაგვიფიქსირა მადლობა ანტონს , ექიმებს და სამწვრთნელო შტაბს სწორი გათვლისთვის.
ბოკინიო
31 ივლისი 2021 19:37
0
ჭეშმარიტად ბრძანებ ბოკინიო წახდა ხალხი ლანძღვა და კრიტიკა ურჩევნია დაფიქრებას თანაგრძნობას თავაზიანობის სოლიდარობას ძმობას ერთობას მოყვასის სიყვარულს...
გრიშა
31 ივლისი 2021 19:50
0
ეს რა კაცი ყოფილა ანტონი. გმირი
Lasha
31 ივლისი 2021 19:36
0
ჩვენი დევი, ლაშა ტალახაძე როდის გამოდის? მითხარით რა ძმურად.
გია
31 ივლისი 2021 19:21
0
მადლობ ძმაო. წარმატება ლაშას!
!!!!!!!-s
31 ივლისი 2021 22:59
0
ოთხში იწყებს
!!!!!!!
31 ივლისი 2021 20:44
0
ზუსტად ისე გიხრი ქედს, როგორც ყოველი გამოსვლის წინ შენ უხრი მსაჯებს, გენაცვალე ანტოშკა, კაცი ხარ კაცური. დიდება გმირებს!!!
ბმბ
31 ივლისი 2021 19:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული